რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ? - ACT-ის კვლევა

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ? - ACT-ის კვლევა

access_time2016-08-04 18:53:36

 

საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა - ამ სახელწოდებით მოამზადა კვლევა კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მა.

 

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ კვლევა პირველად ჩატარდა 2013 წელს, ამჟამად კი მისი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა. მისი ჩატარება 2017 წელსაც იგეგმება.

 

კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში. კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით.

 

კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს. მასში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების ანალიზს.

 

2013 და 2015 წელს საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისი. ზოგადოებრივი მომსახურებები თემატურად გაერთიანდა რამდენიმე ცხრილში ორი პარამეტრის მიხედვით - სერვისის არსებობა და ამ სერვისით კმაყოფილება (კომუნალური ინფრასტრუქტურით მოსახლეობის კმაყოფილების წარმოსადგენად რიგ შემთხვევებში გამოყენებულია სისტემის გამართულად ფუნქციონირების და რეგულარულად მიწოდების მაჩვენებლები, რომლებიც, დიდი ალბათობით, განაპირობებს მოსახლეობის სერვისით კმაყოფილებას).


 შექმნილი სურათისა და კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის მასშტაბურად დანახვის მიზნით, 2013 და 2015 წლების მონაცემები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით.


2013-2015 წლების კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კომუნალურ ინფრასტრუქტურებს შორის ყველაზე კარგი მდგომარეობა ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ფიქსირდება. მიწოდებასთან ერთად მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი გამოხატავს კმაყოფილებას ელექტროენერგიის ხარისხით და მომსახურებით (2013 და 2015: მიწოდება - 94%, კმაყოფილება - 92%). 


კომუნალური ინფრასტრუქტურების მხრივ, რეგიონებს შორის ყველაზე კარგი მდგომარეობა ცხრილში წარმოდგენილი სერვისების მიწოდებისა და მათი კმაყოფილების მაჩვენებლების მიხედვით, თბილისშია. ორივე კვლევის შედეგების თანახმად, სხვა რეგიონებში თბილისთან შედარებით ცუდი მდგომარეობაა. ყველაზე გამორჩეული რაჭა-ლეჩხუმია, სადაც ელექტროენერგიის გარდა სხვა სერვისებით მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მომსახურებათა ნაკლებობისა, რაჭა-ლეჩხუმში მოსახლეობა არსებული სერვისებით კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს. მოსახლეობის კმაყოფილებას, სავარაუდოდ, იწვევს უბრალოდ სერვისის არსებობა და არა მისი მიწოდების ხარისხი. სწორედ იმ ფონზე, რომ აღნიშნული სერვისები ნაკლებადაა გავრცელებული რეგიონში, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს მომსახურებით სარგებლობის საშუალება, თვლის, რომ სხვებთან შედარებით უკვე კარგ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, აღარ გამოთქვამს უკმაყოფილებას სერვისის ხარისხთან დაკავშირებით. აღნიშნული ვარაუდი, შესაძლოა, გავრცელდეს სხვა რეგიონებში დაფიქსირებული მაღალი კმაყოფილების ასახსნელადაც.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანალიზაციო სისტემის არსებობის თვალსაზრისით, ზოგადად, ცუდი ვითარებაა საქართველოს ყველა რეგიონში. სოფლების უმრავლესობაში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. თუმცა ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა გურიაშია. რაც შეეხება ცენტრალურ წყალმომარაგებას, ის ყველაზე პრობლემური სამეგრელო/ზემო სვანეთში და გურიაშია.


კომუნალური ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა არსებობის მხრივ, ყველა რეგიონში მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო ბაღები არ არის საქართველოს მაღალმთიანი ზონის სოფლების უმეტესობაში. მსგავსი ვითარება ვლინდება რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთამთიანეთში. მუნიციპალური საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლებისადმი მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი ზოგადად გაზრდილია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით.


ჯანდაცვის სერვისებით მოსარგებლე მოსახლეობა, ძირითადად, მიღებული მომსახურებებით კმაყოფილია. განურჩევლად რეგიონისა, მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი სერვისის მიმწოდებლების მიმართ და კმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა უმრავლესობა კმაყოფილებას გამოხატავს ასევე სასწრაფო დახმარების მომსახურებით და მოსახლეობისა თუ შინაური ცხოველების/პირუტყვის აცრებით. ზოგადად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია 2013 წელთან შედარებით.


ზოგადად, კვლევის ორივე რაუნდის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს მათ დასახლებებში (2013 – 88%, 2015 – 85%). კვლევის შედეგების თანახმად, სახანძრო და სამაშველო სამსახურები საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია. ამ მხრივ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2013 წლის შემდგომ. უნდა აღინიშნოს, რომ სახანძრო და სამაშველო სამსახურების არსებობის თვალსაზრისით, ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება შიდა ქართლის შემთხვევაში იკვეთება.



ზოგადად, რეგიონებში გარე გზების მდგომარეობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე შიდას. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის, რომ დასახლებებს შიგნით არსებული გზები კარგ მდგომარეობაშია (2013 – 13%, 2015 – 29%). მოცემული რეგიონის გარკვეული ნაწილი ასევე უჩივის მათ დასახლებებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობას (2013 – 23%, 2015– 30%). საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში შეფასებული პარამეტრებიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შუქნიშნების არარსებობას აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ ადგილებში მათი საჭიროება, შესაძლოა, არც იყოს. ასევე მაღალია ქუჩების განათებისა და სახლების ნუმერაციის არარსებობის მაჩვენებელი. ქუჩების განათების პრობლემა ყველაზე აქტუალური იმავე სამცხე-ჯავახეთშია, ხოლო სახლების ნუმერაცია - რაჭა-ლეჩხუმში.


აღსანიშნავია, რომ მონაცემების დამუშავებისას შემოწმდა თვითმმართველობებით კმაყოფილი რესპონდენტების მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით კმაყოფილებაც. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობით კმაყოფილი რესპონდენტები უმეტესად დადებითად აფასებენ ორივე ტიპის სერვისს. მონაცემები არ არის წარმოდგენილი ცხრილების სახით, რადგან თითქმის იმეორებს ზემოთ მოცემულ ცხრილებში არსებულ ტენდენციებს.


კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია შემდეგი ზოგადი დასკვნების გამოტანა:


1. 2015 წლისშუალედური კვლევა, ასევემისი შედარება 2013 წლის კვლევასთან აჩვენებს განსხვავებას, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების მდგომარეობასა და, მეორე მხრივ, ამ მომსახურებით მოქალაქეთა კმაყოფილების ხარისხს შორის. საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა თავისთავად მოსახლეობა პოზიტიურადაა განწყობილი ცვლილებების მიმართ, როცა ხედავს ხელშესახებ შედეგს. ამავე დროს, ხშირად სახეზეა რეალური სურათისა და მომსახურების ძირითადი პრინციპების მოწონების ურთიერთაღრევა. მაგალითისათვის: მოქალაქეები მოწონებით ხვდებიან ამა თუ იმ ცვლილებას. ამავე დროს, აფიქსირებენ რა ცალკეულ უარყოფით დეტალებს, იმავედეტალებს მაინც პოზიტიურად აფასებენ - სოფლის მცხოვრებლები უფრო მეტ პრობლემას ასახელებენ სკოლამდელი აღზრდის, ჯანდაცვის სისტემების, ადგილობრივი გზების სფეროებში, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებელნი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უფრო პოზიტიურად აფასებენ საერთო სურათს. მათ თავად პრობლემის მოგვარების მცდელობა განაწყობთ პოზიტიურად.

2. საყურადღებოა, რომრიგ შემთხვევებში სახელმწიფო პოლიტიკა ნაკლებქმედითია. მიუხედავად  იმისა, რომ ბოლო ათწლეულში განხორციელდა მრავალმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროგრამები და პროექტები, დღის წესრიგში კვლავმწვავედ დგას იგივე საკითხები, რაც ათი წლის წინ (სასმელი წყლით მომარაგება, ადგილობრივი გზები). ეს ფაქტიმიუთითებს ამ სფეროებში დეცენტრალიზაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების საჭიროებაზე.

3. ზოგიერთი სერვისი, რომელთაც მოსახლეობას სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები აწვდის,  ადრეც კმაყოფილების მაღალ ხარისხს აჩვენებდა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთია:

·           საჯარო სკოლების საქმიანობა (ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, კვება, კადრების პროფესიონალიზმი), რომლით კმაყოფილებაც 80%-დან 89%-მდე ამაღლდა (სავარაუდოდ, საინტერესო იქნება ამ მაჩვენებლის შესწავლა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს სერვისები მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაში გადავა);

·           საავადმყოფოები - კმაყოფილების მაჩვენებელი მატულობს: 2013 - 86%, 2015 - 91%;

·           ელექტრომომარაგება, რომლის მაჩვენებელიც ორივე წელს 92%-სშეადგენს;

·           სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროგრამები (განსაკუთრებით,ვაუჩერების სისტემა), რასაც მოსახლეობის 90%-ზემეტი დადებითად აფასებს;

·           უსაფრთხოება და დაცულობა (2013 - 88%, 2015 - 85%). აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები ნეგატიურ შემთხვევებსვერ იხსენებენ.

4. ზოგიერთი სახის მომსახურება, რომელიც 2013 წელს შედარებით დაბალ (ან საშუალო) დონეზე იყო, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:

·           სკოლამდელ დაწესებულებათა საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილება 77%-დან 89%-მდე გაიზარდა, ხოლო კონკრეტულ სფეროებში (ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, კვება, კადრების პროფესიონალიზმი) ზრდა კიდევ უფრო დიდია (დაახ. 50%-დან 75%-მდე). ამ მაჩვენებლის მატება განსაკუთრებით შესამჩნევია შიდა ქართლის რეგიონში, სადაც ოკუპირებული ხაზის მიმდებარე ზონებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა;

·           რესპონდენტები აღნიშნავენ წინსვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების სფეროში. მაღალმთიან რეგიონებში მაჩვენებელი 5%-დან 42%-მდე გაიზარდა;

·           იზრდება კმაყოფილება სოციალური პროგრამების მიმართ. მაგალითად, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის შემოღებამ მაჩეენებელი ამ სფეროში 38%-დან 72%-მდე გაზარდა, შემცირდა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი პროგრამებით მოსახლეობის უკმაყოფილება (73%- დან 65%-მდე);

·           ჯანდაცვის სფეროში ასევე დადებითი ტენდენციაა (34%-დან 64%-მდე), მცირდება ნეგატიური დამოკიდებულების მაჩვენებელიც (21%-დან 8%-მდე);

·           პოზიტიური ცვლილებებია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სფეროშიც (59%-დან 74%- მდე), განსაკუთრებით, სოფლის ტიპის დასახლებებში, სადაც ნეგატიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა (79%-დან 52%-მდე);

·           ქალაქებში გაიზარდა დასუფთავების სერვისით კმაყოფილებაც (შესაბამისად - 76% და 84%).

5. კვლავ პრობლემატური რჩება საზოგადოებრივი მომსახურების რიგ სფეროებში არსებული ვითარება:

·           პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით დაბალია მოქალაქეთა ინფორმირების ხარისხი (რესპონდენტთა 1/4 ინფორმაციასაც არ ფლობს ამ სფეროზე);

·           მართალია, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების საქმიანობა პოზიტიურად ფასდება, მაგრამ მიმართვიანობის ხარისხი ბევრად დაბალია საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობასთან შედარებით. შესაძლოა, ამის მიზეზი ის გარემოებაა, რომ მოქალაქენი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (ოპერაციები და ა.შ.) მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს;

·           სოფლებში და მთიან რეგიონებში კვლავ მწვავედ დგას კულტურული და სპორტული დაწესებულებების სიმცირე - აქაურ რესპონდენტთა 40%-ზე მეტი აღნიშნავს მათ სრულ არარსებობას.  სასოფლო დასახლებებში, სხვა ობიექტებთან შედარებით, მხოლოდ კულტურისა და შეხვედრების სახლების მეტნაკლები ოდენობაა;

·           სასმელი წყლით ცენტრალიზებულად მარაგდება მხოლოდ სოფლების 40-41% და მაღალმთიანი რეგიონების 26-32%;

·           წყალარინების (კანალიზაციის) სისტემით სარგებლობს მოსახლეობის მხოლოდ 50-52% (ძირითადად, ქალაქებში), სოფლის ტიპის დასახლებათა უმეტესობაში (2013 - 95%, 2015 - 92%) ეს სისტემა არ არსებობს;

·           ბუნებრივი აირით მარაგდება მოსახლეობის 69-70%. სოფლების 53% (2013) - 58% (2015) გაზიფიცირებული არ არის;

·           მიუხედავად ვითარების ნაწილობრივი გაუმჯობესებისა, რესპონდენტები კვლავ გამოთქვამენ უკმაყოფილებას გზების (განსაკუთრებით, შიდა გზების) არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. არსებული მდგომარეობა მეტნაკლებად მისაღებია რესპონდენტთა ნაწილისთვის - 47% (2013) - 54% (2015). მაღალმთიან რეგიონებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია (შესაბამისად, 16% და 17%);

·           ქალაქების მაცხოვრებელთა71% (2013) / 85% (2015) და სოფლების 61% მიიჩნევს, რომ მათისაცხოვრებელი გარემო ეკოლოგიურად დაბინძურებულია;

·           სოფლების მხოლოდ 6%სარგებლობს დასუფთავების სერვისით.

6. როგორც ვხედავთ, სახეზეა საზოგადოებრივი მომსახურების ასიმეტრიული განაწილება - სოფლებში, პერიფერიებსა დამაღალმთიან რეგიონებში წყალმომარაგების, ირიგაციის, გაზმომარაგების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა თუგატანის და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის საკითხები მეტად პრობლემატურია იმ ურბანულ ზონებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობა მეტ ყურადღებას უთმობდა აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლების ორგანოთა ფორმირება ადგილობრივი  საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა ინტერესების ადეკვატურად და მათთან შესაბამისობაში. მაგალითად, დღეისათვის მაღალმთიან რეგიონებში რესპონდენტთა 38% ნეგატიურად აფასებს სკოლამდელი დაწესებულებების არსებულ მდგომარეობას, 83-84% - ადგილობრივ გზებს (მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტზე ხელმსაწვდომობა 2015 წლისთვის 31%-დან 61%-მდე გაიზარდა). მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში დაბალია ელექტრონული სერვისებით მომსახურების დონეც (2013-21%, 2015 - 26%), რითაც ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ურბანულ დასახლებებს (42% და 40%).

7. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები გამოხატავენ ადგილობრივ თვითმმართველობათა საქმიანობის მიმართ კმაყოფილებასა (2013 - 71%, 2015 - 66%) და ნდობას (2013 - 71%, 2015 - 67%), პრობლემების გადასაჭრელად მოქალაქეები მათ მაინც იშვიათად მიმართავენ. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა (დაახ. 18-20%) რჩება. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა კმაყოფილების ხარისხი უფრო დაბალია ქალაქებში (63% და 59%), ვიდრე სოფლებში (78% და

72%). ამავე დროს, რესპონდენტები გამოყოფენ თვითმმართველობებთან ურთიერთობისას მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს (ბიუჯეტის არსებულ საჭიროებებთან შესაბამისობა - 48% და 40%; მოქალაქეთა ინფორმირება - 39% და 31%), თუმცა აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოების მხრიდან საკითხების ინიცირების მაგალითები თითქმის არ გვხვდება. გამონაკლისია თბილისი, სადაც აღინიშნება თვითმმართვლობის მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მაჩვენებლის ზრდა (2013 - 30%, 2015 - 48%).

8. ადმინისტრაციული მოწყობის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულება შეიცვალა. 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს გაიზარდა ახალი მოწყობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი (თბილისი - 29%-დან 42%-მდე, სხვა ქალაქები - 48%-დან 52%-მდე, სოფლები - 39%-დან 45%-მდე) და შემცირდა მომხრეთა ოდენობა (თბილისი - 39%-დან 34%-მდე, სხვა ქალაქები - 23%-დან 17%-მდე, სოფლები - 31%-დან 20%- მდე). ამ გარემოების ახსნა შეიძლება რამდენიმე მიზეზით:

·           2013 წელს აღნიშნული საკითხი შედარებით აქტიურად განიხილებოდა საზოგადოებაში. ეს პროცესი შენელდა 2014 წლის შემდეგ და პრიორიტეტებს შორის აღარ ჩანს. შესაბამისად, რესპონდენტები არსებული სისტემის გაუმჯობესების გზებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე სისტემის შეცვლის საჭიროებაზე (განსაკუთრებით, დედაქალაქში);

·           2014 წელს 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნის შემდეგ აღნიშნული მუნიციპალიტეტები ახალ, ჰომოგენურ რულარულ ერთეულებად აღარ დაყოფილა. სამწუხაროდ, კვლევის ფორმატი არ იძლევა აღნიშნულ მოსაზრებათა დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას. ამ მიზნით, კარგი იქნებოდა უფრო ჩაღრმავებული კვლევის ჩატარება იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც უკვე დაიყო. ამასთან, ასეთი სამუშაოს ჩატარება უპრიანი იქნება მას შემდეგ, რაც ახალი სტრუქტურები ამოქმედდებიან და აჩვენებენ თავიანთ ეფექტიანობას ან არაეფექტიანობას (2016 წელი და შემდეგ).


ერთ-ერთი უმთავრესი დასკვნა, რაც შეიძლება კვლევის შედეგებიდან გამოვიტანოთ, არის ის, რომ საზოგადოება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ცალკეულსაკითხებზე. ამიტომ რესპონდენტები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ უჭირთ ამა თუ იმ მიდგომის საფუძვლიანი არგუმენტირება. აქედან გამომდინარე, დეცენტრალიზაციის რეფორმასთან ერთად, სასურველია გაძლიერდეს საზოგადოების ინფორმირება რეფორმის ძირითადი მიმართულებებისა და მოტივების შესახებ.

 


 

 

 



საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა
access_time2021-07-31 10:47:24
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.   ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up