რას ფიქრობენ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები შერჩეულ მოსამართლეებზე

რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები შერჩეულ მოსამართლეებზე

access_time2019-09-25 10:00:53

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პროცესები როგორც მოსახლეობაში, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზეც ამ დრომდე ვნებათა ღელვას იწვევს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები შერჩეულ მოსამართლეებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ძველი რეჟიმის სასამართლოსთან.

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში, ორი მოსამართლე ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში და უკანონო ქმედებებში მონაწილეობდნენ“,- ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შემადგენლობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი. ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს, ქვეყანაში უსამართლობის დაკანონება მოხდება.

 

„ერემაძე მირანდა და ქადაგიძე ნინო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 შერჩეული კანდიდატთა შორის  არიან რომლებიც ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან წარმოებულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს,ეს ხელისუფლება უარს არ ამბობს უსამართლობის დაკანონებაზე. 2012 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავრი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მოხერხდა სამართლებრივი სივრცის შექმნა. თუმცა, იმდენ შეცდომას უშვებს უკვე ხელისუფლება, რომ  არც გამიკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არსებული სია დაამტკიცოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დასახლებას წინ უძღვოდა მოსამართლეთა შერჩევის არალეგიტიმური პროცესი, სწორედ ამიტომ პარლამენტმა უარი უნდა თქვას არსებული სიის დამტკიცებაზე. მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ღირსეულ კანდიდატს ირჩევენ .ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ნორმალური მართლმსაჯულება გვქონდეს“,- განმარტავს დავით ბეგიაშვილი.

 

იურიდულ საკითხთა კომიტეტში უკვე მოუსმინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული კიდევ ერთი ბიზნესმენის ბაკურ კიღურაძის საქმეში ფიგურირებს. პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ბიზნესმენის ბაკურ კიღურაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასამრთლო სისტემისგან დიდად არ განსხვავდება.

 


„ძალიან კარგად მახსოვს რას ჩადიოდა და როგორ იქცეოდა ქალბატონი ალიანია პროცესზე. სიას არ ვიცნობ ამიტომ ვერ გეტყვით უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20- კაციან შემადგენლობას, თუმცა, მე პირადად თამარ ალიანს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს“, - განაცხადა ბაკურ კიღურაძემ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული კიდევ ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობდა.  ჯემალ ლეონიძე აცხადებს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასმართლო სისტემა გაჯანსაღდა.


„სიას ზუსტად არ ვიცნობ, თუმცა,რამდენადაც ვიცი არ არის ისეთი ადამიანი რომელსაც ჩემს წინააღმდეგ უარყოფითი გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. მაგრამ ჩემს მიმართ თუ აქვს უარყოფითი გადაწყვეტილება გამოტანილი, შეიძლება სხვის მიმართ ჰქონდეს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. ის სია, რომელიც შარშან მიაწოდეს პარლამენტს ჩემთვის მიუღებელი იყო. ახალ სიაშიც არიან დადებითებიც, არიან უარყოფითებიც, როგორც ყველგან ბიზნესში, პროკურატურაში, საგადასახადო სამსახურში, სასმართლოში და ა.შ. 2012-2013 წლიდან დღემდე ჩემს მიმართ არ ყოფილა ისეთი მიდგომა რომ ვერ დამედგინა ჩემი სიმართლე. ქონებებთან დაკავშირებით სამოქალაქო დავის 30-მდე ეპიზოდი მაქვს, მხოლოდ ერთი დავა მაქვს წაგებული ისიც ხანდაზმულობის გამო“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

 

 

4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო სიაშიც.

 

ესენია არიან:

 

  1. ალანია თამარ (11 ხმა);
  2. გაბინაშვილი მერაბ (11 ხმა);
  3. გეწაძე შოთა (11 ხმა);​
  4. ერემაძე მირანდა ( 10 ხმა);
  5. ვასაძე მამუკა (10 ხმა);
  6. ვაჩაძე მაია (11 ხმა);
  7. ზამბახიძე თამარ (11 ხმა);
  8. თადუმაძე შალვა (10 ხმა);
  9. თავაძე ზაზა (10 ხმა);
  10. კაკაბაძე ვლადიმერ (10 ხმა);
  11. მიქაბერიძე ლევან (10 ხმა);
  12. მიქაუტაძე გიორგი (11 ხმა);
  13. სილაგაძე პაატა (10 ხმა);
  14. სხირტლაძე ნუგზარ (11 ხმა);​
  15. ფაფიაშვილი ლალი (11 ხმა);
  16. ქადაგიძე ნინო (11 ხმა);
  17. ქოჩიაშვილი ლაშა (10 ხმა);
  18. ცინცაძე ქეთევან (10 ხმა);
  19. წულაძე ალექსანდრე (10 ხმა);​
  20. ჯეირანაშვილი გოჩა (10 ხმა).


ბაჩო ადამია




აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო

აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო
access_time2020-08-05 19:20:58
ნახიჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის ავტომობილების ქარხანაში ახალი Naz Lifan L7-ის აწყობა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო ABC.AZ-ის ინფორმაციით, Naz Lifan L7-ის მარკის ავტომობილები 7 მგზავრს დაიტევს და „მინივენის“ ტიპის ორი მოდიფიკაციით - 1,2 და 1,5 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მუშაობა 6 მოდელზეა დასრულებული. ქარხანაში აცხადებენ, რომ ავტომობილებს ცენტრალური საკეტისა და სარკის ავტომატური რეგულირების სისტემა ექნებათ. წყარო Abc.azმოამზადა...

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის
access_time2020-08-05 16:10:03
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს. „საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. როგორც...

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს
access_time2020-08-05 18:30:25
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. საზღვრის გახსნას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...


მსგავსი სიახლეები

up