რას ფიქრობენ ორანჟერიის პროექტზე გენგეგმის ავტორები ?

რას ფიქრობენ ორანჟერიის პროექტზე გენგეგმის ავტორები ?

access_time2019-06-17 12:13:05


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი ორგანიზაციის, სითი ინსტიტუტი საქართველოს დირექტორი მამუკა სალუქვაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის ზონალური სტატუსი მსგავსი ობიექტის აშენებას არ ეწინააღმდეგება. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ადგილას დღესდღეობით მდებარე ავტოსალონი რეკრეაციულ-დასავენებელი სივრცით ჩანაცვლდება და ტყე-პარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.


ეს ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, საზოგადოებივ-საქმიანი სივრცეა. გენგეგმის მიხედვით, ტყე-პარკის დანარჩენი ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად ლანდშაფტურ-რეკრეაიცულ ტერიტორიად იქცა. დღევანდელი ავტოსალონი ტყე-პარკის ფუნქციასთან და შინაარსთან სრულიად შეუთავსებელია. თუ ის სახესა და ფუნქციას შეიცვლის და საზოგადოებრივ ინტერესებს უფრო მეტად დააკმაყოფილებს, ეს მისასალმებელია.



პროექტი არ მინახავს და გამიჭირდება თქმა, ზუსტად რა ფუნქციებითაა ის დატვირთული, მაგრამ როგორც ვიცი, საუბარი საგამოფენო სივრცეებზე და ბევრ ახალ მცენარეზეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიღმის ტყე-პარკი ნაკრძალი არ არის. აქ ადამიანები ვარჯიშობენ, მთელ დღეს ატარებენ, ბავშვებს ასეირნებენ... ასე რომ, პროექტის შესაბამისი ფუნქციით განხორციელებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს იმას, რომ დიღმის ტყე პარკმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს. - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.



გარდა ამისა, სითი ინსტიტუტი საქართველოს დირექტორი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, დიღმის ტყე-პარკი სავალალო მდგომარეობაშია და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პროექტი არსებულ ვითარებას გამოასწორებს.



თუ მოხდება ისე, რომ მცენარეების ხელყოფა შეწყდეს, მათი დაცვისა და მოვლა-პატრონობის მექანიზმები გაჩნდეს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდეს და ადამიანებს კომფორტულად დასვენების საშუალება მიეცეთ, ეს ტერიტორია სწორედ ამისთვისაა. - განმარტავს სალუქვაძე.




ახალი ობიექტის ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძეც და აცხადებს, რომ ობიექტი, ისევე, როგორც ტყე-პარკი, აუცილებლად რეკრეაციული დატვირთვის მატარებელი უნდა იყოს.



რაც შეეხება თავად ორანჟერეის პროექტის ავტორს, მამუკა ჩხაიძეს, გენგენმის ავტორები მას კვალიფიციურ სპეციალისტად მიიჩნევენ.


შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.


პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.


მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.



პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.



მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.






BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
access_time2020-08-04 12:10:05
საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს...

თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე

თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე
access_time2020-08-04 11:10:59
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა... დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი...

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
access_time2020-08-04 09:25:35
დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ. შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი...

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...


მსგავსი სიახლეები

up