რას ემსახურება საწვავის მარკირება

რას ემსახურება საწვავის მარკირება

person access_time2016-05-13 09:20:48

ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირებასთან დაკავშირებით ნავთობიმპორტიორებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ნავთობიმპორტიორებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მარკირებას სავალდებულო ხასიათი არ ექნება და ის ნებაყოფლობითი იქნება. მისი თქმით, იმპორტიორების განაცხადების საფუძველზე დამზადდება დადგენილი ფორმის, ზომის, ფერის მარკა, რომელიც მიუთითებს, რომ კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურზე იყიდება კონკრეტული სტანდარტის საწვავი.

 

„მომხმარებელი როცა მივა ამა თუ იმ ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც ამ აქციაში იქნება ჩართული, დაინახავს ამ მარკას ვიზუალურად, შესაბამისად, ეს გაუჩენს გარკვეულ ნდობას პროდუქტისადმი. იმისათვის, რომ ვინმემ არ ითაღლითოს, არ მოგვატყუოს და ცუდი ხარისხის საწვავი არ მოგვყიდოს, ბუნებრივია, ჩაერთვება მოულოდნელი შემოწმებების მექანიზმი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან",- აცხადებს გიგლა აგულაშვილი.


მინისტრის ამ განცხადების შემდეგ „კომერსანტს" რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდა მარკირების ეფექტურობასა და ამ საკითხზე თავად კომპანიების პოზიციასთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებით ჩვენ რამდენიმე იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებს მივმართეთ.


„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელი ვასილ ხორავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მარკირების ამოქმედებაზე მუშაობა შეჩერებულია. ხორავას თქმით, ინდუსტრიას გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჰქონდა შეხვედრები. შედეგად, იყო ბევრი დეტალი, რომელზეც სამინისტრო და სექტორი ვერ ჩამოყალიბდა, რამაც პროცესის შეჩერება გამოიწვია.

 

ხორავას განცხადებით, საწვავის მარკირება პირდაპირ არ ასახავს მხოლოდ პროდუქტის ხარისხს. ეს პროცესი კომპლექსურად უნდა მოხდეს. „სადგური უნდა აკმაყოფილებდეს ეკოლოგიურ მოთხოვნებს. ხარისხის  შემოწმების დროს კი ამოწმებენ მხოლოდ რეზერვუარში არსებულ საწვავის ხარისხს. ხოლო მარკირების დროს შემოწმდება ის, თუ რამდენად იცავს კომპანია სტანდარტებს  გარემოს დაბინძურების კუთხით. ეკომარკირება მოიცავს იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე ხარისხის შემოწმებაა. ეს საქმე კომპლექსურად არის გადასაწყვეტი, ეს არ არის ერთი სტრუქტურის თემა. ამაში ჩართული უნდა იყოს შემოსავლების სამსახური და სხვადასხვა უწყება"-აცხადებს ხორავა.



განსხვავებული პოზიცია აქვს SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორ დავით ზუბიტაშვილს. ის არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მარკირების ამოქმედების პროცესი შეჩერებულია. ზუბიტაშვილი აცხადებს, რომ პროცესი მიმდინარეობს. შეკითხვაზე, რამდენად ხარჯიანი იქნება მარკირების ამოქმედება კომპანიებისთვის, აცხადებს, რომ გააჩნია რა შემოთავაზებები იქნება.


„ჩვენ ყველა კომპანიას, ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული ცნობილ კომპანიებთან, რომლებიც ხარისხის შემოწმებას ახორციელებენ. თუ კანონმდებლობით დაგვავალდებულებენ, რომ აქაც უნდა მოხდეს შემოწმება, მაშინ რაღაცაზე შევთანხმდებით, ანუ ისე, რომ არც კომპანიები დაზარალდნენ და არც საქმე გაფუჭდეს"-აცხადებს ზუბიტაშვილი.

 

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი განმარტავს, რომ ყველაფერი ახლის წამოწყება, რომელიც დადებითად წაადგება ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზარს და შედის საზოგადოებრივ ინტერესში, კომპანია „სოკარის" მიერ ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება.


„ამ ეტაპზე მიდის ინიციატივის დახვეწა. უნდა შეირჩეს ლაბორატორიები, სადაც მოხდება საწვავის ხარისხის გასინჯვა. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე სრულად ჩავერთვებით პროცესში"-აცხადებს ზუბიტაშვილი.


გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობს სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „მათ უნდა გასცენ მარკირებაც, ხელშეკრულებაზეც ისინი მუშაობენ. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა კომპანიებთან შეხვედრები, შემდეგ კი გადავეცით ცენტრს"-აცხადებენ სამინისტროში.


 




არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up