სატრანსპორტო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს - „ჰაბ ჯორჯია“ ფოთში მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობაზე

სატრანსპორტო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს - „ჰაბ ჯორჯია“ ფოთში მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობაზე

access_time2019-05-31 09:00:12

 რამდენიმე დღეა აქტუალურია ფოთში, ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის საკითხი ბოლო. რას ემსახურება და რამდენად რეალურია, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის პარალელურად,  ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობა ამ საკითხზე „კომერსანტთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, „ჰაბ ჯორჯიას“ ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი საუბრობს.


მისი ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურში ანალოგიური პროექტი, სხვადასხვა მოდიფიკაციით და სახელწოდებით რამდენჯერმე იქნა დაანონსებული, ჯერ კიდევ 1998 წელს, არსებობდა „ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთ მოლის განვითარების პროექტი“, რისთვისაც მომზადდა სათანადო ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთება. მოგვიანებით, 2012 წელს დაანონსდა, ფოთის ნავსადგურის განვითარების 250 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტი.


მაგრამ, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, იმ პერიოდში, ფოთის ნავსადგურში ტვირთების ზრდის დინამიკის მიუხედავად, ფინანსურად ტევადი საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდა, რისი მიზეზადც, ჩადებული ინვესტიციის დაბალი უკუგება და დროში გაწელვა სახელდებოდა.


ლოგიკურად ისმის შეკითხვა, გააჩნია, სახელმწიფოს სატრანსპორტო პოლიტიკა ახალი სანავსადგურე სიმძლავრეების შექმნისა და არსებულის განვითარებასთან დაკავშირებით?


უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში, ბიზნესის მოთხოვნებს უნდა ემყარებოდეს, უფრო კონკრეტულად, საქართველოს პირობებისათვის, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში, როგორც ტვირთწარმომქმნელ რეგიონში წარმოებული პროდუქციის, ჩვენს ნავსადგურებში გატარებისათვის ადექვატური, სანავსადგურე სატერმილო ქსელის მოწყობას.


სადღეისოდ, სატრანსპორტო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობის, რის გამოც რკინიგზების და ნავსადგურების სიმძლავრეების გაზრდა არა, სათანადო გაანგარიშებით, ეტაპობრივად - მოსალოდნელი ტვირთნაკადების პერმენენტული ტოლობის უზრუნველყოფის პრინციპით, არამედ, ამა თუ იმ ინვესტორის მიერ, საინვესტიციო წინადადების წარმოდგენის შედეგად ხორციელდება. 



ხშირ შემთვევებში, ასეთი საინვესტიციო წინადადებები, მოკლებულია, სათანადო გაანგარიშებებს, რაც ერთობლიობაში იწვევს ჩადებული ინვესტიციების დაბალ უკუგებას, დროში გაწელვას, ან კიდევ უფრო მეტი, დაანონსებული საინვესტიციო წინადადების საწყის ეტაპზევე დამუხრუჭებას, რისი კარგი მაგალითია, სახელმწიფოს მიერ, თბილისში და ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი, ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობს პროექტი.


არსებობს სახელმწიფოსა და ნავსადგურს შორის ნავსადგურის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ოპტიმალური - რაციონალური განთავსების მოდელი?


ის გარემოება, რომ ფოთის ნავსადგურის მფლობელი „აი პი ემ ტერმინალია“, სახელმწიფოსგან მხოლოდ ნებართვის მიღების საფუძველზე, ინვესტიციებს მოიზიდავდა არასწორია.


არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული, ნავსადგურებში ინვესტიციების განთავსების გამჭირვალე სისტემა, შორს რომ არ წავიდეთ ბალტიის ქვეყნების ნავსადგურში მიღებულია ორ დონიანი მოდელიც კმარა.


პირველ საფეხურს წარმოადგენს - ნავსადგურის საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან - ნავსადგურის მსხვილი კომპანიები, სტივიდორები, გემთფლობელები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა მოთამაშის ინტერსების გათვალისწინებით.


მეორე საფეხურს - ნავსადგურის განვითარების საბჭო წარმოადგენს, რომელშიც, სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებებობის პირები არიან გაერთიანებულნი, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. მკაფიოთ უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღება სრულად უნდა ეწერებოდეს ქვეყნის განვითარების სატრანსპორტო სტრატეგიაში, რაც სრულად გამორიცხვას ნებისმიერ პოლიტიკურ ინსენუაციებს.


ცაგარეიშვილის განმარტებით, საქართველოს ნავსადგურების სიმძლავეერბის განვითარება ან ახლის მშენებლობა, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ეწერებოდეს ქვეყნის განვითარების სატრანსპორტო სტრატეგიაში და ინვესტიციების განთავსების პროცედურები იყოს გამჭირვალე.


როგორც ცნობილია, გუშინ ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელზეც „ანაკლიის კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.  დღეს ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის პორტს გუშინ გაცემული ნებართვა გაუუქმა.


სოფო ქსოვრელი 





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up