რას ეძებს “ფრონტერა” საქართველოში 23 წლის განმავლობაში

რას ეძებს “ფრონტერა” საქართველოში 23 წლის განმავლობაში

access_time2020-02-03 18:30:51

“ფრონტერას” სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს”


ბოლო დროს ამერიკიდან მიღებულ კრიტიკულ გზავნილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია “ფრონტერას” სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა და მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერა”, რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მოგვიანებით კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ასევე ახსენა კომპანია “ფრონტერა” ტეხასიდან, რომელსაც დავა აქვს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ამის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. მმართველი გუნდისთვის ამერიკელი კონგრესმენების ასეთი “ვიწრო ბიზნესური” მხარდაჭერა მიუღებელი აღმოჩნდა და “ფრონტერა”, როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია, ისე მოიხსენიეს. და მაინც, რა კომპანიაა “ფრონტერა”, რომელსაც საქართველოში აკრიტიკებენ, ამერიკიდან კი მის დაცვას ცდილობენ.


როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ “ქართული” ნავთობით სავსე ფიალა


ამერიკული ნავთობკომპანია “ფრონტერა რისორსი” 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”, რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი” ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. “ფრონტერას” სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება 1-ლ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.


ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან “ქართული” ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.


“ფრონტერას” კიდევ ერთი “აღმოჩენა”


კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ “ფრონტერამ” 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა. მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები). საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა “ფრონტერას” “აღმოჩენებს”. არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან “ფრონტერას” გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა. ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ “ფრონტერას” ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია.



კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უახლესი წარსულის შესახებ არქივმა შემოგვინახა. პრემიერობის პერიოდში “ფრონტერას” ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. შეხვედრა ივანიშვილსა და “ფრონტერა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, სტივენ ნიკანდროსს შორის მთავრობის ადმი­ნის­ტრაციაში გაიმართა. ბუნებრივია, რომ მედია ამ შეხვედრას არ დაასწრეს, თუმცა ამ საუბარს მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. რთული გამოსაცნობია, რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით კი ითქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღეს კი ამ კომპანიას ხელისუფლების წევრები არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულე­ბენ, ხოლო ამერიკელ კონგრესმენებს – ვიწრო, მერკანტილური ინტერესების გატარებაში.


დავა

ურთიერთობები ამერიკულ “ფრონტერასა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა­. 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წინა წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს “ფრონტერას” წინააღმდეგ საარბიტ­რა­ჟო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო “ფრონტერას” ადანაშაულებენ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევაში. უფრო კონკრეტულად კი საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების ე.წ. შემოსავლის გაყოფის მუხლების დარღვევას ეხება. კიდევ ერთი სადავო საკითხი აღნიშნულ დავაში იყო ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლის დავალიანება, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებდა.


2018 წლის სექტემბერში “ფრონტერამ” საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია სარჩელში 2012-2027 წლების “მიუღებელი მოგების” ანაზღაურებას ითხოვს, რასაც 3,5 მილიარდ დოლარად აფასებს.


ამერიკულ კომპანიას რომ ფინანსური პრობლემები აქვს, ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს­. “ფრონტერამ” 17 დეკემბერს დედოფლისწყაროში სამსახურიდან 84 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან მათ 11 თვის განმავლობაში არ აუღიათ ხელფასი, რის გამოც პროტესტი გამოთქვეს და სამუშაოდ არ გამოცხადდნენ. მათივე ცნობით, ამის გამო კომპანიამ სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა და ისინი სამსახურიდან დაითხოვა.


ვინც ეძებს, პოულობს კიდეც


და მაინც, რას ეძებს “ფრონტერა” საქართველოში 23 წლის განმავლობაში და რა იპოვა? საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე). ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს ოპერატორ კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს.


ამ ეტაპზე საქართველოში ნავთობმოპოვებით საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია და მათ შორის ერთ-ერთი “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიაა”.


ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობ­პროდუქტებზეა და წლიური მოხმარება 1 მილიონ ტონას აჭარბებს. შესაბამისად, ადგილობრივად მოპოვებული ნავთობის მოცულობა მოხმარებასთან შედარებით მიზერულად გამოიყურება. თუმცა ეს, როგორც ჩანს, არ უკარგავს უცხოურ კომპანიებს ინტერესს საქართველოში ნავთობი მოიპოვონ, ზოგმა მეტ-ნაკლებად შედეგიანად, ზოგი კი წლიდან-წლამდე, პრაქტიკულად, კვლევა-ძიების სამუშაოებს დასჯერდეს(?!)


წყარო: „კვირის პალიტრა”



თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up