რას ასწავლის საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები

რას ასწავლის საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები

access_time2022-01-16 21:30:39

მთიანი ყარაბაღის საკითხი უმნიშვნელოვანეს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ როლს თამაშობდა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის პოლიტიკის განსაზღვრაში.

„ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზის მთავარი ინიციატორი, აზერბაიჯანი, იკავებდა მტკიცე პოზიციას ნებისმიერი სატრანსპორტო პროექტის მიმართ სომხეთის მონაწილეობით, ცხადია, ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამდე. ასეთმა პოზიციამ აზერბაიჯანს მისცა ქმედითი ბერკეტი კონფლიქტის გადაწყვეტაში, რადგან რეგიონალურ თანამშრომლობაში ჩართვის შეუძლებლობამ სომხეთს დააკარგვინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობები.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე თურქეთი ატარებდა იგივე დიპლომატიურ პოლიტიკას, მიუხედავად ადგილობრივი თურქი მეწარმეების მხრიდან მთელი ლობისტური მცდელობებისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ სარკინიგზო ხაზის „ყარსი - გიუმრი“ ამოქმედება სომხეთსა და თურქეთს შორის ხელს შეუწყობდა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა "კომერსანტთან" ამბობს, რომ სომხეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა მომგებინი იყო საქართველოსთვის, რადგან სარკინიგზო ხაზის „ყარსი - გიუმრი“ გახსნა არ პასუხობდა საქართველოს ინტერესებს და ჩვენ გვქონდა სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი სომხეთის ექსპორტისათვის და იმპორტისათვის. მისი განმარტებით, გეოგრაფიის და რეგიონლური პოლიტიკური კონფლიქტების გათვალისწინებით, საქართველო და ირანი წარმოადგენდა სომხეთისთვის ერთადერთ შესაძლო სატრანზიტო გზებს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის.


"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ღია საზღვაო პორტებს ფლობს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველო იყო ერთადერთი გზა სომხეთის ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამავე დროს საქართველო უზრუნველყოფდა ერთადერთ დერეფანს რუსეთისათვის, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს სომხეთისთვის. სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღებულ უპირატესობებს დაემატა „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზა, რომელმაც გაზარდა საქართველოს პოტენციალი, როგორც სატრანზიტო რგოლისა აღმოსავეთსა და დასავლეთს შორის. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გახდნენ ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში, რომლებმაც მიიღეს სარგებელი რეგიონალური ეკონომიკური პროექტებიდან. პოლიტიკური საარგებელი, თანაც, უდიდესი, გატარებული პოლიტიკიდან კი მიიღო აზერბაიჯანმა - მან გადაწყვიტა ყარაბაღის პრობლემა, და გადაწყვიტა ისევ და ისევ თურქეთის დახმარებით," - უხსნის "კომერსანტს სარკინიგზო საკითხების სპეციალისტი, დამოუკიდებელი ექსპერტიმ დავით გოჩავა და იმასაც ამატებს, რომ ს არის ჩვენს თვალწინ განვითარებული ისტორიული ხდომილება სამხრეთ კავკასიაში. რომლისგანაც საქართველომ დასკვნა უნდა გამოიტანოს, გაკვეთილად უნდა მიიღოს და გაანალიზებულად იმოქმედოს.

"რომ გაეხსნა თურქეთს სარკინიგზო ხაზი „ყარსი - გიუმრი“, რომ გაეხსნა საზღვარი თურქეთს სომხეთთან, რომ ევაჭრა აზერბაიჯანს სომხეთთან, „მთიანი ყარაბაღის“ კონფლიქტი არ გადაწყდებოდა და არ გადაწყდებოდა დადებითად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. ეს არის ჩვენს თვალწინ განვითარებული ისტორიული ხდომილება სამხრეთ კავკასიაში. გაკვეთილი არ გამოვიტანოთ?! არ ვისწავლოთ?! კარგი, გავარგძელოთ ვაჭრობა რუსეთთან, გავხსნათ „აფხაზეთის რკინიგზა“, შევიდეთ „3+3“ ფორმატში და გავაგრძელოთ ოცნება ასეთი პოლიტიკით აფხაზეთის დაბრუნებაზე," - განუცხადა "კომერსანტს" ექსპერტმა.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up