რას ამბობდნენ ქართული ოცნების წევრები 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევებზე

რას ამბობდნენ ქართული ოცნების წევრები 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევებზე

access_time2019-06-22 10:00:50

20-21 ივნისს ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტირუსული აქცია ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია.


ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლიდან დღემდე არაერთხელ აპელირებდა სისხლიან 9 წელზე და ორ თარიღზე - 7 ნოემბერსა და 26 მაისზე, როცა წინა ხელისუფლებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპროტესტო აქციები დაარბია. აქციები ერთ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილისა და მეორე შემთხვევაში ნინო ბურჯანაძის ორგანიზებით იმართებოდა და დემონსტრანტები ხელისუფლების დამხობას ითხოვდნენ. 26 მაისის აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული ГРУ.


გავიხსენოთ, რას ამბობდნენ ქართული ოცნების ლიდერები და წევრები აქციების დარბევებზე:


თამარ ჩუგოშვილი 26 მაისზე:
2016 წლის 21 სექტემბერი



დარბევის უფლება, ასეთი რამე არ არსებობს. დარბევის, იმ ძალის გამოყენების, ადამიანების დასისხლიანების, ასეთი მასიურად დაკავების, მერე წამების და ა.შ. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. ეს იყო კრიმინალი - ის, რაც მოხდა, რა ზომის და რა ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ - ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა.



კახა კალაძე 7 ნოემბერზე:
2018 წლის 4 დეკემბერი



დღეს 7 ნოემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი.



ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერზე:
2018 წლის 7 ნოემბერი


ეს არის დღე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი“.



არჩილ თალაკვაძე 7 ნოემბერზე:
2016 წლის 7 ნოემბერი



ეს არის დღე, როცა სახელმწიფომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და 500-ზე მეტ ადამიანს სახელმწიფო არაპროპორციული ძალით მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ მათ პროტესტი გამოხატეს.


გიორგი გახარია 26 მაისსა და 7 ნოემბერზე:
2018 წლის 18 მაისი


რეალურად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ყველას გვაქვს მარტივი შანსი, რომ ის ინსტიქტები რაც ჩვენ გვიჩნდებოდა 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ. შემდეგ დღეს ცოტა შევცვალოთ და გავაჩინოთ რაღაც ახალი წარმოდგენა ამ პოლიციაზე. ვთვლით, რომ ეფექტურობა, სიმკაცრე, რა თქმა უნდა პოლიტიკური ნეიტრალობა და მოქალაქეების მიმართ მზრუნველობა ეს არის ღირებულებები რის ირგვლივაც ჩვენ გვინდა რომ ეს უწყება მუშაობდეს.



ირაკლი ღარიბაშვილი 7 ნოემბერზე:
2014 წლის 7 ნოემბერი


ეს არის სისხლიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს არ აპატიებს.


მამუკა ბახტაძე 7 ნოემბერზე:
2018 წლის 8 ნოემბერი



დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების გამეორებას ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ.



ტაბულა





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up