BUSINESSFEED: რას აკეთებს ქუთაისის ავტოქარხანა დღეს?

BUSINESSFEED: რას აკეთებს ქუთაისის ავტოქარხანა დღეს?

access_time2021-04-18 14:00:33

ქუთაისის ავტოქარხნისგან, სადაც ერთ დროს სატვირთო ავტომობილებს, მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის დეტალებსა და სხვა აღჭურვილობას აწარმოებდნენ, მხოლოდ ორი საამქროა დარჩენილი. ამ საამქროებშიც იმ პროდუქციის მესამედიც აღარ მზადდება, რასაც თუნდაც სამი წლის წინ უშვებდნენ. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოება თანდათან კიდევ უფრო შემცირდა.


ქუთაისის ავტოქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო იყო საქართველოში, სადაც 1951 წელს პირველი ქართული ავტომანქანა КАЗ-150 დაამზადეს. ქარხანამ სულ ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი გამოუშვა, მათ შორის ყველაზე ცნობილი КАЗ-4540. 90-იან წლებში ქარხანა საჭირო ავტონაწილებით ვეღარ მარაგდებოდა, ამიტომ წარმოება გაჩერდა. მას შემდეგ მუშაობის განახლება რამდენჯერმე სცადეს – ჯერ 2002 წელს ინდოეთიდან ჩამოტანილი ნაწილებით ე.წ. ყველგანმავალი Mahindra-ს აწყობა, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. 2009 წელს საწარმომ განაცხადა, რომ გერმანულ კომპანია МАN-თან თანამშრომლობასა და მისი სატვირთოების აწყობას აპირებდა, მაგრამ ეს პროექტიც ვერ შედგა. ქარხანას დიდი დავალიანება დაუგროვდა და საბოლოოდ გაკოტრებულად გამოცხადდა.


გაკოტრებული ავტოქარხანა, რომელიც 130 ჰექტარზე იყო განთავსებული, სახელმწიფომ 2006 წელს აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ქარხნის ქონება $2 მილიონად ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა. ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად კომპანიის უშუალო მფლობელია შპს Gardabani Holdings PP B.V, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო მფლობელი კი დავით ბეჟუაშვილია.


2009 წელს ავტომექანიკური ქარხანის ტერიტორიაზე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყო. ქარხნის ქონება რამდენიმე ნაწილად გაიყო და სხვადასხვა კომპანიაზე გაიყიდა. ქონების ნაწილს ავტომექანიკური ქარხანა ფლობს, რომელიც 37 ჰექტარს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას სახელი ფორმალურად შემორჩა, რადგან იქ ავტომობილები და მისი ნაწილები აღარ დაუმზადებიათ. იმ ქარხნიდან, სადაც წელიწადში რამდენიმე ათასი მანქანა ეწყობოდა, მხოლოდ შენობაა დარჩენილი. ხოლო ძველი უნიკალური დანადგარები აღარ არსებობს.



კომპანიამ შეცვლილი პროფილით დაიწყო სხვადასხვა ტიპის ლითონპროდუქტის დამზადება, როგორიც იყო: სამთო და სამრეცხაო კალათები, საშახტე ვაგონები, კონვეიერები, სამუხრუჭე ხუნდები, სარკინიგზო ვაგონების ბეჭდები, სარქველები და სათადარიგო ნაწილები ცემენტის ქარხნებისა და სხვადასხვა დანადგარისთვის. ასევე, დაიწყეს ფოლადის, ალუმინისა და თუჯის გამოდნობა, სხმულების ჩამოსხმა, კანალიზაციის ჭის სახურავების, ღვარსადენების ცხაურებისა და სხვა ლითონკონსტრუქციების წარმოება.


კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად აცხადებდა, რომ წარმოებას აფართოებდა და ამისთვის ახალ დანადგარებს, თუჯისა და ფერადი ლითონების სადნობ ინდუქციურ ღუმელებს ყიდულობდა.


თუმცა, სიტუაცია 2017 წლის შემდეგ შეიცვალა, როცა დავით ბეჟუაშვილის შპს საქნახშირი GIG-ის მიერ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. შესაბამისად, მოთხოვნამ იკლო სამთო მოწყობილობებსა და მის ნაწილებზე. ხოლო 2019 წლიდან, როცა დავით ბეჟუაშვილმა საქნახშირი GIG გაყიდა (საქნახშირის ახალი მფლობელი გახდა ქართულ-უკრაინული ბიზნესპარტნიორების კომპანია Steel International trading company), შედეგად, ქარხანამ ძირითადი დამკვეთი დაკარგა. როგორც ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის ფინანსური დირექტორი ნიკა ახალაძე Business Feed-ს ეუბნება, „შახტების უკრაინელ მფლობელებს პროდუქცია აღარ მიაქვთ“.


კომპანიის ფინანსური მონაცემების მიხედვით, მოგება 2019 წელს 11%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა ინდუქციური ღუმელის შეძენამ, რომელიც წარმოების პროცესს უფრო ეფექტიანს ხდიდა. მაგრამ ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო დაკვეთების რაოდენობა 2021 წელს მინიმუმამდე შემცირდა. ნიკა ახალაძის თქმით, წარმოება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაჩერებული იყო, მარტში ამუშავდა, თუმცა, მცირე დატვირთვით. მისი თქმით, მოქმედ ორ საამქროში უმეტესად ფოლადის ცხაურებს ამზადებენ.


„იანვარი და თებერვალი წარმოებისთვის ყოველთვის მძიმე პერიოდი იყო. მარტიდან ჩნდებოდა ხოლმე მოთხოვნა. წელს არც მარტში არის შეკვეთები, იმის გამო, რომ მშენებლობები და გზების რეაბილიტაცია შემცირდა. კომპანია მომგებიანი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ წარმოება საკუთარ თავს ინახავს. მდგომარეობა გამოსწორდება თუ არა, არ ვიცით. პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უკან მიდის. თუ რამე გაუმჯობესდება, მერე შეიძლება გაიზარდოს წარმოება“, – ამბობს ნიკა ახალაძე.


მასალა წარმოადგენს ონლაინჟურნალი — Business Feed-ის საკუთრებას. ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით უფრო მეტი სტატიის სანახავად, ეწვიეთ გამოცემის ვებსაიტს www.businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up