რანინა, მილკო, ქობულეთური - რძის პროდუქტებში დარღვევბი გამოვლინდა

რანინა, მილკო, ქობულეთური - რძის პროდუქტებში დარღვევბი გამოვლინდა

access_time2020-07-20 17:45:32

რძესა და რძის ნაწარმში  ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 34 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა -  პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს. 

 

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:                                    

 

§  მაწონი ,,რანინა -  დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა);

 

§  არაჟანი ,,რანინა - დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა)

 


§  არაჟანი ,,მილკო - დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა);

 

§  რძე ,,მალკო 2.5% - დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20  (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა)

 

§  კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა - დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020  (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა);

 

§  არაჟანი ,,ქობულეთური 25% - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი)

 

§  „ყველი ქართული - დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ,,სურენ კირაკოსიანი)

 

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

 


რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. რეგულაცია ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ, აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. აღნიშნული რეგლამენტით, დაუშვებელია, მცენარეულ ცხიმს  ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს რძის ნაწარმის დასახელების პროდუქტები (მაწონი, არაჟანი , ხაჭო, ყველი და ა.შ).   https://matsne.gov.ge/ka/document/view/2803085?publication=0






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up