„რანდევუ ბეთანიის“ ინვესტორი პროექტის შეფერხებას ხელისუფლების უყურადღებობით ხსნის

„რანდევუ ბეთანიის“ ინვესტორი პროექტის შეფერხებას ხელისუფლების უყურადღებობით ხსნის

person access_time2016-07-15 15:00:34

გაუმართავი გზის გამო კურორტ ბეთანიაში ინვესტიციის განხორციელება ფერხდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის მმართველი კომპანიის „რანდევუ ბეთანიის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კურორტი პრაქტიკულად გაჩერებულია, რადგანაც ტრასის არარსებობის გამო დამსვენებელი არ ადის.

 

მისივე ინფორმაციით, წელს ზამთარში ბეთანიაში მხოლოდ 3 დღით მოვიდა თოვლი და დღის წესრიგში ხელოვნური გათოვლიანება დადგა. ბასილია აცხადებს, რომ კურორტის შეძენა გუდაურის განვითარების სააგენტოს სურდა, მაგრამ კურორტამდე მისასვლელი გზის არარსებობის გამო თავს იკავებენ.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ თბილისის მერიის მხრიდან არაერთხელ მიიღო დაპირება, რომ გზა გაკეთდებოდა, მაგრამ ამ დრომდე სამუშაოები არ ჩატარებულა.

 

„თავის დროზე მე ვიკისრე ჩემს თავზე და გავაკეთე კურორტი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ხელშეწყობა და მე რა ვქნა?“,- აცხადებს ბასილია.


 

მისი თქმით, კურორტის განვითარებისთვის, რომელიც ადგილზე სასრიალო ტრასის, სასტუმროსა და სხვა გასართობების მოწყობას ითვალისწინებდა , 2,5 მილიონი დოლარი ჩადო.

 

რანდევუ ბეთანია“  თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათასკვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა და მისი 4-სეზონიან კურორტად ქცევა იგეგმებოდა.

 

ბეთანიამდე მისასვლელი ერთი გზა  - წყნეთი-ბეთანიის გზა - გასულ წელს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. როგორ უნდა აღდგეს ეს გზა, რომ სამომავლოდ ისევ პრობლემები არ შექმნას, ამ საკითხზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა იმუშავეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია.    კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს  გზის  პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე.

 

კურორტამდე მისასვლელად არსებობს ალტერნატიული, კოჯრის გზაც.  



13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს
access_time2021-01-20 14:00:23
13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.   ისინი შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ლ თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ.   "მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის...

ა(ა)იპების შენახვა აჭარაში წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება

ა(ა)იპების შენახვა აჭარაში  წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება
access_time2021-01-20 13:00:45
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი - 41,334,208.2 ლარი იხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული (შტატით და...

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება
access_time2021-01-20 12:00:56
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება.   "იხსნება, ასევე, ფრენები. კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით", — განაცხადა...

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-20 10:50:13
20 იანვარს, სილქფესტს ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებები ექნება მომხმარებლებითვის:   ულიმიტო ინტერნეტი - 19 ლარად - კომბინაციით *019# 3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად - კომბინაციით *202# 10 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 9 ლარად - კომბინაციით *202# 400 ლოკალური წუთი - 6 ლარად - კომბინაციით *202# პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და ცალ-ცალკე.   აქცია...

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე

„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე
access_time2021-01-20 10:00:55
„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ყოველთვის გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია იქნება ქვეყნის მმართველი. „როდესაც მე და არამარტო მე, პრემიერი გავამხნევეთ, მაშინ ქვეყანაში...


მსგავსი სიახლეები

up