ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ .
„სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი გზით მოვხვდებით თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში. ჩრდილოეთ კავკასიისთის ეს აუცილებელი გზაა“ - მიიჩნევს კადიროვი.
მისი თქმით, საჭიროა ამ საკითხის ტექნიკური მხარის შესწავლა და პროექტის რუსეთის პრეზიდენტს და ტრანსპორტის სამინისტროსთვის მიწოდება.გზის მშენებლობა იტუმ-კალედან ახმეტის რაიონამდე დაიწყო 1996 წელს, თუმცა, 1998 ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა.
ეს არ არის რამზან კადიროვის პირველი განცხადება ამ პროექტთან დაკავშირებით - ის რამდენიმეჯერ გამოვიდა გზის მშენებლობის დაწყების ინიციატივით, თუმცა, უშედეგოდ.
შეგახსენებთ, გროზნოს ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე კადიროვმა კომენტარი გამოაქვეყნა საკუთარ ტელეგრამ-არხზე: „ეს დროის საქმეა. მშენებლობა რუსეთის, საქართველოს და რეგიონის ბევრი ქვეყნის ინტერესებშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის გზაა. იმედია, საქართველოში დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია და ის პირველი გამოგიწვდის დახმარების ხელს“.
Itar-tass.ru
თენგიზ აბლოთია