რამზან კადიროვი: „ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების „ღირსებას შეურაცხყოფენ“, უნდა მოკვდნენ“

რამზან კადიროვი: „ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების „ღირსებას შეურაცხყოფენ“, უნდა მოკვდნენ“

access_time2019-11-07 20:15:16

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ონლაინ „შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას“ უნდა მოკვდნენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი „ბიბისის“ რუსულ ვერსიაზე დაყრდნობით წერს.გამოცემის თანახმად, კადიროვი საუბრისას გულისხმობდა რუსეთის კანონს, რომელიც იმ პირთა დასჯას ეხება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი „უპატივცემლობას“ გამოხატავდნენ.


„თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, მათ ვინც არღვევენ ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება“, - განაცხადა კადიროვმა.მისი თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ. „სხვა დანარჩენი ყველა მახინჯი, მოღალატე და ყველა სახის შიზოფრენიკია. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ“, -აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ის მზადაა ნებისმიერი სასჯელი მიიღოს ამისთვის.


„დაე დამიჭირონ, ან მომკლან. 45 წლის ვარ, სხვა რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოსთვის?“-ამბობს კადიროვი.


ipn.ge





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up