რამდენს ხარჯავენ ქართველი და უცხოელი ტურისტები

რამდენს ხარჯავენ ქართველი და უცხოელი ტურისტები

access_time2021-08-27 11:00:47

საქართველოში შიდა ტურისტები უცხოელებზე 7,2-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავენ. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, შიდა მოსახლეობას არ აქვს ის რესურსი, რომ ეკონომიკური კუთხით უცხოური ტურიზმის პოტენციალი ჩაანაცვლოს.


გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში უცხოეთში გამგზავრებულმა ქართველმა ტურისტებმა $400 მლნ–ით ნაკლები დახარჯეს, ვიდრე ისინი პანდემიის არარსებობის შემთხვევაში დახარჯავდნენ.


,,მართალია, ჩვენი მოსახლეობა იმ მასშტაბით და ინტენსივობით ვერ გავიდა, როგორც 2020 წლამდე ახერხებდა, მაგრამ  მათ მიერ დაზოგილი თანხა 7-8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ის ფული, რომელიც საქართველომ ვერ მიიღო უცხოელი ტურისტების საქართველოში არჩამოსვლის გამო.  ამ თვალსაზრისით, საქართველომ 3,1 მლრდ დოლარით იზარალა. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ხარჯავენ 7,2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე ადგილობრივი მოგზაური შიდა ტურიზმის  ფარგლებში. პირობითად,  ქუთაისის მოსწავლეები კახეთში ღირშესანისაობებს თუ მოინახულებენ, მათ მიერ გაწეული ხარჯის სიდიდე 7,2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე  შეიძლება უცხოელ ტურისტებს დაეხარჯათ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ სოსო არჩვაძე.


როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, ქართველები უცხოეთში მოგზაურობისას ფულს ძირითადად ხარჯავენ მგზავრობაში, განთავსების ობიექტებში, კვებაში, სუვენირებისა და ტანსაცმლის შესაძენად და ასევე საინტერესო ადგილების მონახულებაში.


,,მთლიანობაში, 1 ქართველი შედარებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე 1 უცხოელი ტურისტი საქართველოში, თანაფარდობა დაახლოებით 85%-ის დონეზეა.  არ ვართ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს შეუძლიათ დიდი ფულის დახარჯვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს არჩვაძე.



სტატისტიკოსის შეფასებით, ეროვნულ მეურნეობაში, სხვა დარგებთან კავშირის მიხედვით, ტურიზმს კონკურენციას მხოლოდ მშენებლობა გაუწევს. მისი თქმით, ტურიზმზე არის ბევრი დარგი გადაჯაჭვული, ამიტომ იმისდა მიხედვით, როგორია ტურისტული ნაკადები, შეიძლება რიგ დარგებს დამატებითი იმპულსი მისცეს  განვითარებისა და პირიქით, როცა ტურისტული ნაკადები იწრიტება (რასაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი), გავლენას ახდენს სხვადასხვა დარგეზე - ჯაჭვური რეაქციის სახით ამცირებს წარმოებას და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს აუარესებს.


რაც შეეხება ტურიზმის გავლენას საქართველოს ეკონომიაკზე, არჩვაძის ინფორმაციით, 2019 წელს ცოტა აკლდა, რომ 15%-იანი მიჯნა გადაელახა. ეს წილი 10,3 პუნქტით  -   11,6%-დან 4,3%-მდე შემცირდა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 230 902 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 74%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო პანდემიური 2020 წლის მაჩვენებელს 403%-ით აღემატება. აქედან 213 545 ტურისტული, ხოლო 17 357 ერთდღიანი ვიზიტი იყო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.


ყველაზე მეტი ვიზიტი 35 045 თურქეთიდან იყო, გასულ წელთან შედარებით ზრდა 91.3%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი 77%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up