რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის კომპანია სასტუმროს მშენებლობას იწყებს

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის კომპანია სასტუმროს მშენებლობას იწყებს

person access_time2016-04-27 09:00:41

კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს საპარტნიორო ფონდთან ერთად კომპანია „რედიქსი" ახორციელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი განმარტავს,  სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამ დროისთვის კი დასრულებულია მიწასთან და შემოღობვასთან დაკავშირებული სამუშაოები.


პაპაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანია პროექტირების ეტაპზეა, ზაფხულში კი კარკასის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.


ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. ამის მიუხედავად, მას გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებები დაეკისრა. მას შემდეგ კომპანია აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. ახლა პაპაშვილი აცხადებს, რომ პროექტში ერთ-ერთ ინვესტორად საპარტნიორო ფონდი შევიდა, შედეგად, კომპანია ინვესტორს აღარ ეძებს.



აბასთუმანში 150 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. სასტუმრო საშუალოზე მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც განთავსდება საკონფერენციო სივრცე და შესაძლებელი იქნება კორპორატიული მომსახურების მიღება. სასტუმროში განთავსდება სპა და ველნეს ცენტრები. პროექტის მთლიანი ღირებულება 30 მილიონი დოლარია.


შეგახსენებთ, აბასთუმნის რეაბილიტაციაზე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.


მისი თქმით, აბასთუმანი ერთერთი უნიკალური კურორტია საქართველოში. შედეგად, 2016 წელს აღნიშნული კურორტის განვითარებაში 13 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.



14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...


მსგავსი სიახლეები

up