რამდენიმე წელიწადში სოციალური ქსელები ტელევიზიებს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებენ

რამდენიმე წელიწადში სოციალური ქსელები ტელევიზიებს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებენ

access_time2022-01-19 16:00:05

ბეჭდური მედიისა და ტელევიზიის პოპულარობა სულ უფრო მცირდება. მართალია, ტექნოლოგიური პროგრესი მათ ჯერჯერობით ვერ გააქრობს, თუმცა ამ სახის საკომუნიკაციო საშუალებების მიმართ მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საუბრობს. მისი თქმით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში პრესისა და ტელევიზიის როლი საგრძნობლად შეიზღუდება და ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია.



,,ჩვენც ვამჩნევთ, რომ გაზეთსა და ტელევიზიას თანდათან ანაცვლებენ სოციალური ქსელები. სხვათა შორის, ეს დადასტურდა კიდეც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით, სოციალურმა ქსელებმა და სწორად წარმართულმა კამპანიამ მაშინ უზრუნველყო ტრამპის გამარჯვება. მართალია, გაზეთს ეყოლება მკითხველი, მაგრამ სტრუქტურა, თანაფარდობა განთავსების მიხედვით, ბეჭდვით და ელექტრო საინფორმაციო საშუალებებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ და დიდი უპირატესობით შეიცვლება“, - ამბობს სტატისტიკოსი ,,კომერსანტთან“.



არჩვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ტელევიზიის მაყურებელთა შორის ახალგაზრდების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.



,,დღესდღეობით ტელევიზიის როლი საკმაოდ შეზღუდულია. გულახდილი ვიყოთ, ახალგაზრდა თაობა ტელევიზიას უფრო ნაკლებად უყურებს, ვიდრე საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები. არ მომერიდება თქმა, სამწუხაროდ, სატელევიზიო გადაცემები, განსაკუთრებით იუმორისტული პროგრამები, გათვლილია დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებზე, პროვინციალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით (და არა წარმომავლობით). მაღალ ფასეულობებზე გამოდევნებული მაყურებელი და საზოგადოება ტელევიზიებს შედარებით ნაკლებად უყურებს. უფრო ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ეტანებიან, თუმცა მკვეთრი ხაზების გავლება რთულია. ტენდენცია აშკარაა, ტელევიზია ჯერჯერობით რჩება დაბალი სამომხმარებლო კულტურის მქონე საზოგადოების საცნობარო და საინფორმაციო რესურსად. დიდი ალბათობით, რამდენიმე წელიწადში სოციალური ქსელები გაზეთსა და ტელევიზიას საგრძნობლად ჩაანაცვლებენ, ეს რეალობა არც ისე შორსაა“, - განმარტავს სოსო არჩვაძე.




შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტელემაუწყებლობა 65 წლისაა. პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში.



რაც შეეხება გაზეთს, საგამომცემლო საქმიანობის დაწყება საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ათწლეულს უკავშირდება. კონკრეტული პიროვნებებისა და საგამომცემლო საქმიანობის დეტალებზე დოკუმენტები შემორჩენილი არ არის, თუმცა, ისტორიული წყაროების მიხედვით, გაზეთის დაარსების იდეა თბილისში 1818 წელს გასჩენიათ.



ზუსტად 202 წლის წინ, 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით 8 მარტს), პირველი ქართულენოვანი გაზეთი გამოვიდა.



„საქართველოს გაზეთი“ - ასე ერქვა თაბახის ფურცლის ზომის, 4 გვერდიან გაზეთს, რომელშიც ძირითადად აქვეყნებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს, მათ შორის ყმების გაყიდვის შესახებ და ასევე ამბებს უცხოეთიდან.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up