რამდენიმე თვის შემდეგ პირველად, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მთავრობის ინფორმაციით, 56 წლის ქალს, რომელიც 30 დეკემბერს საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, ინფექცია კარანტინის გავლის მერე დაუდგინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge