"რამდენიმე ბანკმა სებ-თან უკვე შეათანხმა შემოსავლის დათვლის გამარტივებული მეთოდი"

access_time2019-07-12 22:15:13

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს ლარში გამარტივებული მეთოდოლოგიით სატესტო რეჟიმში უკვე იხილავენ, სადაც თავდების 20%-იანი თანამონაწილეობა აუცილებელი პირობაა. რაც შეეხება გამარტივებული მეთოდით იპოთეკური სეხის გაცემის სხვა სახის დეტალებს, ძნელაძის განცხადებით, ეს ინდივიდუალური პროდუქტის ჭრილში საბანკო კომერციული საიდუმლოებაა.


„რამდენიმე ბანკმა ეროვნულ ბანკთან უკვე შეათანხმა შემოსავლის დათვლის გამარტივებული მეთოდი. რეალურად მაინც შემოსავლის დაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით არის საუბარი. პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა მეთოდოლოგიით ხდება შესწავლა. ამასთან დაკავშირებით დღეს მქონდა კომუნიკაცია როგორც ეროვნულ ისე კომერციულ ბანკებთან და უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციის აბსოლუტურად მოხსნა არ მომხდარა.


გამარტივებული მეთოდით ლარში იპოთეკური სესხის გაცემის დროს, შემოსავალი მაინც უნდა დადასტურდეს, სადაც წინასწარი შენატანი 20%-ია - სწორედ აქ შემოსავლის შესწავლა გამარტივებული მექანიზმით მოხდება. ამის შეთანხმებაზე ყველა ბანკი მუშაობს: მათ შორის - „საქართველოს ბანკი“, „ვი თი ბი“, „ბაზის ბანკი“ და „ჰალიკ ბანკი. რიგი ბანკები უკვე შეთანხმებულია და გარკვეული ბანკები კორექტირებას ახორციელებენ, “ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.



ცნობისთვის: საბანკო რეგულაციების ნაწილი 2018 წლის მაისში ამოქმედდა, მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. საბანკო რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა სამშენებლო სექტორზეც მოახდინა, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლარში იპოთეკურ სესხებს ბანკები შემოსავლის დადასტურების აუცილებელი პირობით შიდა მოდულებით შეაფასებენ.


BMG






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up