რამდენი ხინკლის ჭამა შეგიძლიათ 2 წუთში? — ქართული რესტორნების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი რუსეთში GG Group მოსკოვის ხინკლის ჩემპიონატს იწყება - სასწორზე ნახევარი მილიონი რუბლია (6 000 EUR).
როგორც ირკვევა, წესები ძალიან მარტივია - კონკურსანტმა, განსაზღვრულ დროში, მოწინააღმდეგეზე მეტი რაოდენობის ხინკალი უნდა შეჭამო.
პირველი ტურში მონაწილეების შერჩევა მთელი მოსკოვის მასშტაბით 13 რესტორნაში მოხდება. 13 დღეში ხინკლის ჭამაში ერთმანეთს 130 ადამიანი შეერკინება.
პირველ ტურში გამარჯვებული 13 ადამიანი ერთმანეთს უკვე მეორე ტური შეეჯიბრება, რომელიც Kafekhinkalnaya-ში გაიმართება.
რესტორნის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ რესტორნების უმსხვილესი ჰოლდინგი GG Group საქართველოშიც ოპერირებს ისეთ ცნობილ რესტორნებით, როგორებიცაა MARANI HALL მცხეთა და MARANI RESTAURANT & BAR