რამდენი სახეობის პასკას  სთავაზებენ მომხმარებელს და რა ღირს სააღდგომო პასკა?

რამდენი სახეობის პასკას სთავაზებენ მომხმარებელს და რა ღირს სააღდგომო პასკა?

access_time2019-04-26 16:00:55

საკონდიტრო კომპანიებმა აღდგომის პერიოდისთვის პასკების წარმოება აქტიურ ფაზაშია შესული. რამდენი სახეობის პასკას  სთავაზებენ მომხმარებელს და რა ღირს სააღდგომო პასკა, ამის გარკვევა „კომერსანტმა სცადა.


საკონდიტრო საწარმო „შტოში“  6 თვეა რაც ბაზარზეა და აქტიურად ჩაერთო სააღდგომო პროცესში. როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახაბერ მახარობლიშვილი „კომერსანტთან“  განმარტავს, პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.


 მახარობლიშვილი აღნიშნავს, რომ „შტოშში პროდუქცია ნატურალური პროდუქტების გამოყენებით მზადდება,შესაბამისად, 1 კილოგრამიანი პასკის  საშუალო ფასი 20  ლარია. 600 გრამიანი პასკა კი 12.50 ლარი ღირს. კითხვაზე, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ხომ არ უჭირს საზოგადოებას არცთუ ხელმისაწვდომ ფასად პასკის ყიდვა, მახარობლიშვილი აცხადებს,რომ გაყიდვები რამდენიმე დღეა დაიწყო და იმ  სეგმენტისთვის მისაღებია, ვინც მისი სტაბილური მომხმარებელია.


„ზოგი შემოდის და ამბობს, რომ ძვირია და გადის, თუმცა, უმრავლესობა ყველაფერს ახერხებს, რომ პასკა იყიდოს,“-აცხადებს მახარობლიშვილი.


კომპანიაიფქლიმომხმარებლებს ოთხი ზომის პასკ სთავაზობს. კომპანია იფქლის გენერალური დირექტორი არისი ბოჭოიძე  განმარტავს, რომ  მომხმარებელი “იფქლის” ნაწარმს ხელმისაწვდომ ფასად იყიდის. დიდი პასკის (650 გ) ფასი 6.50 ლარს შეადგენს, პატარა პასკა (200 გ) კი მხოლოდ 1.50 ლარი ღირს. კომპანია განსხვავებული ტენოლოგიიის, იტალიურ პასკებსაც აწარმოებს, რომლის ფასი 8 ლარს შეადგენს.



როგორც ბოჭოიძე განმარტავს, გასულ წელთან შედარებით ფასი არ შეცვლილა. „მოიმატა ენერგომატარებლებმა, მათ შორის ნედლეულმა, მაგრამ რადგან ჩვენთვის ერთჯერადი პრიდუქციაა და წლის განმავლობაში ერთხელ არის, შევეცადეთ ძველი ფასი შეგვენარჩუნებინა. ეს ხარისხის ხარჯზე არ მომხდარა“-აცხადებს ბოჭოიძე.მისი განცხადებით, წელს რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით 10-15%-ით გაზრდილია. ამის მიზეზად ბოჭოიძე ყველა სოციალური ფენისთვის არსებულ პროდუქციას ასახელებს.


კომპანია „სმარტში“ განმარტავენ, რომ   მომხმარებელს  6 სახეობის პასკას სთავაზობენ. როგორც ტრადიციული რეცეპტით დამზადებულს, ისე სადღესასწაულო ვერსიას.


„სმარტში“ პასკაზე ფასები 7 ლარიდან იწყება.  „მაღალი მაჩვენებლით დაიწყო გაყიდვები, თუმცა მისი უფრო მეტად ზრდის მოლოდინში ვართ აღდგომის დღესასწაულის დადგომასთან ერთად. რაც შეეხება კონკურენციას, „სმარტის“ პასკები უნიკალური რეცეპტით ხარისხით დეტალებში და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და გამოირჩევა ბაზარზე გემოვნური თვისებებით“-აცხადებენ „სმარტში“.


სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 






მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up