რამდენი სამსახური შენარჩუნდება დისტანციურად - თანამედროვე ეკონომიკის ფუნდამენტური კითხვა

რამდენი სამსახური შენარჩუნდება დისტანციურად - თანამედროვე ეკონომიკის ფუნდამენტური კითხვა

access_time2020-05-05 18:00:45

პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები ეკონომიკის ამუშავებას ეტაპობრივად ცდილობენ. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ კოვიდ-19 ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. შესაბამისად, სოციალური დისტანცირების ზომების დაცვა შესაძლოა თვეების მანძილზე, ან ერთი წელიც კი მოგვიწიოს, სანამ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები არ გვექნება.


პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. ბევრ ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების გარდა, ბიზნესების უმეტესი ნაწილი დაიხურა. ზოგიერთი უწყება ნაწილობრივ ან მთლიანად დისტანციურ, ანუ ტელემუშაობაზე გადავიდა. ახლა, როცა მთელ რიგ ქვეყნებში მათი ამუშავება იწყება, მთავრობები ცდილობენ ეს პროცესი ეტაპობრივად, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით განხორციელდეს.


შეძლებენ თუ არა სამსახურები ტელემუშაობის გაგრძელებას ნაწილობრივ მაინც და სამუშაო ადგილების დაახლოებით რა წილი შენარჩუნდება დისტანციურად? ეს კითხვა თანამედროვე ეკონომიკისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება.


პანდემიამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა სამუშაო ადგილების მომავალზე - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ქეით ლისტერი, საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი. „მომავალში, მოწმე გავხდებით გაცილებით მეტი ადამიანის დისტანციურად მუშაობის. ამ საკითხებზე ჩვენ გამოკითხვებს ვატარებთ. ახლა გაცილებით მეტი, 80% მუშაობს სახლიდან, მაშინ როცა რეგულარულად [პანდემიამდე] მხოლოდ 10% მუშაობდა“ - ამბობს ის.


ქეით ლისტერის თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც დამსაქმებლების, ასევე ორგანიზაციების თანამშრომელთა დიდი ნაწილი, ვინც აქამდე დისტანციურად არ მუშაობდა და მხოლოდ ახლა გამოსცადა ტელემუშაობის დადებითი მხარეები, მომხრეა იმის, რომ საქმიანობა მომავალშიც, პანდემიის შემდეგაც ასე გააგრძელოს. „ჩემი პროგნოზით, დასაქმებულთა 30 პროცენტი გააგრძელებს სახლიდან მუშაობას, კვირაში რამდენიმე დღე, როცა ეს ყველაფერი დასრულდება“ - აღნიშნავს საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი.


დაახლოებით იგივე პროგნოზს აკეთებენ მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომისტები, პროფესორები ჯონათან დინგელი და ბრენტ ნეიმანი. 16 აპრილს გამოქვეყნებული მათი ანგარიშის მიხედვით, ამერიკაში სავსებით შესაძლებელია, რომ სამსახურების სულ ცოტა, მესამედი მაინც, მთლიანად ტელემუშაობაზე გადავიდეს.



მათი მონაცემებით, ახლა ქვეყნის მასშტაბით დისტანციური მუშაობის პოტენციალი დასაქმებულების საშუალოდ 37 პროცენტს აქვს. სიტუაცია შტატიდან შტატში და ქალაქიდან ქალაქში განსხვავებულია. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ვაშინგტონი, სან-ფრანცისკო და სან-ხოზე, მთლიანად ტელემუშაობაზე გადასვლა დასაქმებულების 45%-ს შეუძლია. მაგრამ, ლას-ვეგასში, ფორტ-მაიერსში და გრანდ-რაპიდსში ეს მონაცემი 30%-ს არ აღემატება.


სამსახურების უმეტესი ნაწილი, რომელიც დისტანციურად ხორციელდება, უმეტესად არის მომსახურების ბიზნესების სფეროში, ან ზოგჯერ სამთავრობო სექტორშიც. მათ შორის წამყვანია: ფინანსური და საბანკო მომსახურება, ონლაინ-გაყიდვები და საინფორმაციო ტექნოლოგიები. თუმცა, ექსპერტები ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც უსვამენ ხაზს: თავისთავად ის ფაქტი, რომ საქმე შეიძლება დისტანციურად გაკეთდეს, არ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზების ყველაზე ეფექტური გზაა.


„ან ისე, ან ასე - საკითხი ასე არ დგას. ყველზე კარგი გამოსავალი ნახევარ-ნახევარი, შერეული სამუშაო განრიგი იქნება“ - აღნიშნავს ქეით ლისტერი. მისი თქმით, „ტენდენცია დაახლოებით 5-10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ოფისები - ურთიერთთანამშრომლობის, სახლები კი კონცენტრირების ადგილებად გადაიქცა“. ბევრი დასაქმებული ადასტურებს, რომ ის სახლში გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ნაკლებად ეფანტება ყურადღება და მეტადაა მობილიზებული - ამბობს საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი.


მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტელემუშაობის მომავალი უცხოეთის 85 ქვეყანაშიც შეისწავლეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაბალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გაცილებით დაბალია დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობაც და შესაბამისად, მათი სამომავლო პერსპექტივებიც.


ტელემუშაობის ახალ და მზარდ დარგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკვლევარები ჯანდაცვის შედარებით ახალ მიმართულებას, ტელემედიცინას, ანუ დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას მოიაზრებენ. პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა მისი განვითარება მედიცინის ბევრ განხრით, განსაკუთრებით -  ადმინისტრირების მიმართულებით.


ტელემუშაობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პანდემია თვალს აუხელს იმ ადამიანებსაც, ვისაც აქამდე ეს ჯერ კიდევ კარგად არ ესმოდა- აღნიშნავს ქეით ლისტერი. მისი თქმით, დისტანციური მუშაობა რამდენიმე მიმართულებითაა ძალიან ეფექტური: „ის ადამიანს აძლევს მეტ დროს დღის განმავლობაში, რომელსაც ისინი ზოგავენ გზაში, საშუალოდ - 11 დღეს წელიწადში. აი, ამდენ დროს კარგავს ხალხი საცობებში. ამასთან, იზოგება ტრანსპორტის ფული და მცირდება სტრესი. დამსაქმებლისთვის იზრდება პროდუქტიულობა, სამუშაო ადგილებზე კადრების მოზიდვის და შენარჩუნების მაჩვენებლები. დამსაქმებლისთვის ასევე მცირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები“.


საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია ჩვენი პლანეტისთვისაც. ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ჰაერი სულ რამდენიმე დღეში გასუფთავდა, როგორც კი საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. საბოლოო ჯამში კი ქეით ლისტერის აზრით, ეს ყოველვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების მდგრადობას.


წყარო: ამერიკის ხმა 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up