რამდენი საათი უნდა იმუშაოთ მსოფლიოს დიდ ქალაქებში iPhone 6-ის შესაძენად

რამდენი საათი უნდა იმუშაოთ მსოფლიოს დიდ ქალაქებში iPhone 6-ის შესაძენად

person access_time2016-02-21 18:15:03

შვეიცარიული ბანკის, UBS-ის კვლევის მიხედვით, საშუალო სტატისტიკურმა ნიუ-იორკელმა iPhone 6-ის შესაძენად საკმარისია  3 დღე იმუშაოს, პეკინელმა კი  - 27.


რეიტინგი, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება,  აჩვენებს, რომ ციურიხის მოქალაქეებს სულ 21 საათი სჭირდებათ, რათა Apple-ის პროდუქტი შეიძინონ. კიევის მცხოვრებისთვის ეს ვადა 78 დღეა.


კვლევაში ხაზგასმულია, რომ  Apple-ის პროდუქციის სიძვირით  კონკურენტი ფირმები არაერთ ქვეყანაში სარგებლობენ. მაგალითად, ინდოეთში ადგილობრივი წარმოების Micromax-ი ქვეყანაში სმარტფონების ყველაზე ფართო გამავრცელებელია. ინდოეთში დღემდე არ არის Apple-ის მაღაზია, რადგან მობილური ტელეფონის ღირებულება ინდოელებისათვის ძალიან ძვირია. 


ამავე დროს, ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელთა შორის მეხუთე ადგილზეა,  ხოლო ჩინეთში მისი გაყიდვები ხშირად Apple-ზე მეტია. 


გასულ წელს Xiaomi გინესის რეკორდებშიც კი შევიდა - კომპანიამ 24 საათში 2.12 მილიონი სმარტფონი გაყიდა.


გთავაზობთ UBS-ის მიხედვით გამოქვეყნებულ სიას, თუ რამდენსაათიანი მუშაობის შედეგად შეიძლება მსოფლიოს დიდ ქალაქებში iPhone 6-ის (16GB) შეძენა.


ათენი - 98.2 საათი


ბანგკოკი - 149.6 საათი

პეკინი - 217.8 საათი

ჩიკაგო - 28.4 საათი

ჟენევა - 21.6 საათი

ჰონგ-კონგი - 51.9 საათი

კიევი - 627.2 საათი

ლონდონი - 41.2 საათი

ლოს ანჟელესი - 27.2 საათი

მეხიკო - 217.6 საათი

მაიამი - 27 საათი

მოსკოვი - 158.3 საათი

ნიუ დელი - 360.3 საათი

ნიუ იორკი - 24 საათი

პარიზი - 42.2 საათი

რიო დე ჟანეირო  - 139.9 საათი

რომი - 53.7 საათი

შანხაი - 163.8 საათი

სიდნეი  - 34 საათი

თელ-ავივი  - 75.3 საათი

ტოკიო- 40.5 საათი

ტორონტო - 37.2 საათი

ციურიხი - 20.6 საათიю




ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up