„რამდენი რამ გვინდა უფასო, მნიშვნელოვანია რაციონალური შესაძლებლობების გათვალისწინება“ - გია მურღულია აბიტურიენტების დაფინანსებაზე

„რამდენი რამ გვინდა უფასო, მნიშვნელოვანია რაციონალური შესაძლებლობების გათვალისწინება“ - გია მურღულია აბიტურიენტების დაფინანსებაზე

access_time2020-04-13 11:30:28

პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმზე გადასული სწავლება და აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი რთული რამდენიმე თვე-განათლების ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, სწავლება დაუფინანსდეს. განათლების სფეროს სპეციალისტების მიერ მთავრობისა და სამინისტროსთვის შეთავაზებულ რეკომენდაციებს შორის ზემოთხსენებული ინიციატივაც მოხვდა.

არის თუ არა სწავლების სრულად დაფინანსების იდეა მიზანშეწონილი და იზიარებს თუ არა ამ იდეას დარგის ყველა სპეციალისტი, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ საკუთარი პოზიცია განათლების ექსპერტმა გია მურღულიამ დააფიქსირა, რომელიც მიიჩნევს, რომ საჯაროდ და მითუმეტეს რეკომენდაციის სახით ასეთი  პოზიციები მისი კოლეგების მხრიდან რეალობას და არსებულ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.  ამასთან, მისივე აზრით, აუცილებელია მსგავსი გადაწყვეტილებებით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი არ დაზარალდეს.


„ბუნებრივია, უფასო განათლება ყველაზე კარგია, რაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მეორეა ის საკითხი, თუ რისი შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს.ისე, რამდენი რამე გვინდა იყოს უფასო.  საერთოდ, რაც უფრო უკეთ ცხოვრობს ადამიანი, მით უკეთესი, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის უნდა ამოდიოდეს ორი პრინციპიდან -  რა არის საზოგადოების ინტერესი და რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას ამ ინტერესის დაკმაყოფილების - ამ ორის ბალანსით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.


ისინი, ვინც საჯაროდ აცხადებენ თავიანთ მოსაზრებებს, უნდა ითვალისწინებდნენ რაციონალურ შესაძლებლობებს. დაისვა საკითხი და დავაცადოთ სახელმწიფოს, თუ შეძლებს ამის განხორციელებას და რამდენად იქნება მიზანშეწონილი ამის გაკეთება ისე, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგები არ დაზარალდეს.



ცოდნის შეძენას სირთულე ყოველთვის ახლავს, ეს დამოკიდებულია მასწავლებელსა და მოსწავლეზე. თუ სწავლა არ არსებობს იქ სწავლებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.  მონდომების შემთხვევაში, იმ ბარიერის გადალახვა,  რომელიც ახლა მაღალი არ არის, ყველა აბიტურიენტს შეეძლება. ისინი, ვინც ვერ აბარებენ ამ გამოცდებს, ჩემი შეფასებით, ადრეც ძალიან ზარმაცობდნენ“.  - აღნიშნავს გია მურღულია.


განათლების ექსპერტმა დისტანციური სწავლების მეთოდიც შეაფასა, რომელიც მისი აზრით, არა მხოლოდ მოსაწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც დიდი გამოწვევაა.


„ონლაინ გაკვეთილები და ახლად შექმილი ტელესკოლა, ძალიან ეხმარება ბავშვებს. აქ საუბარია 16 წუთიან გაკვეთილებზე, რაც მასწავლებელს ახალ ამოცანას აძლევს, რომ ლაკონურად და არსებითად დაინახოს ის მასალა, რაც უნდა გადასცეს მოსწავლეს. ეს ეხმარება მას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ამა თუ იმ მასალაში ჩამოაყალიბოს სისტემურად და გადასცეს ბავშვებს. ჯერჯერობით ე.წ უკუკავშირი აქ არ არის, თუმცა, ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და არის შესაძლებლობა რომ ამ უკუკავშირზეც  ვიფიქროთ.“ - განმარტა ფილოლოგმა.


ცნობისთვის: 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 000 ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, 28 000 -ზე მეტი სტუდენტი გახდა. ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მინიმალური წლიური გადასახადი 2250 ლარია. აბიტურიენტების იგივე ან მიახლოებული რაოდენობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მათი პირველი წლის დასაფინანსებლად 60 მილიონ ლარამდე სჭირდება.  ჯერჯერობით უცნობია განათლების ექსპერტების რეკომენდაციებს რა გამოხმაურება მოჰყვება შესაბამისი ორგანოებისგან და დაუფინანსდება თუ არა  ყველა აბიტურიენტს სწავლება.

 

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up