"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38

„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.

 

„მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა ისე როგორც დღეს მიაქანებენ  ჭაობში, მაშინ დღეს  ჩვენ უნდა  დავდგეთ ყველა ერთად, არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ და  ვთქვათ, რომ ესეთი ცხოვრება ჩვენ აღარ გვინდა,  ჩვენ უკეთეს მომავალს  ვიმსახურებთ.

 

მე დარწმუნებული ვარ ხალხის გონიერების, ხალხის შემართების, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და გვინდა უკეთესი საქართველო და ამასთან ერთად მე მინდა ვთქვა და მოვუწოდო ჩვენ კოლეგებს,  არანაირი სიმდიდრე არ ღირს  სახელად,  ჩვენ რაც არ უნდა  შევქმნათ, რამდენი ქარხანაც  არ უნდა  ავაშენოთ, რამდენი ბიზნესიც არ უნდა  გვქონდეს,  დრო გაივლის და ამ ქვეყანაში დარჩება მხოლოდ სახელი,  მე მოვუწოდებ ყველას, რომ მხოლოდ  სახელისთვის ვიბრძოლოთ“, -  აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.


 

სიტყვით გამოსვლისას ცეზარ ჩოჩელმა სამარცხვინო უწოდა „ქართული ოცნების“ იმ განცხადებას, სადაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ენმ-ს  დასრულებას ჰპირდებოდა.

 

2012- ში იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მეც თქვენთან ერთად გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ დღეს თუ ხავლ იქნებოდა უკეთესი  საქართველოს მშენებლობის დასაწყისი, მაგრამ თქვენთან ერთად მეც  გამიცრუვდა ეგ იმედი, ველოდი 2013, 2014, 2015 და 2016  წლებს და ასე  გაგრძელდა და გუშინ გამოგვიცხადეს, თურმე  ყველაზე დიდი რასაც გააკეთებენ დასრულდება ნაციონალური მოძრაობა.  მე მიმაჩნია, რომ ეს  განცხადება სამარცხვინოა, თუ მეტი არაფერი გაქვს ხალხისთვის სათქმელი, თუნდაც ის, რომ ჩვენ 2012 ში მივიღეთ დაპირება, რომ იქნებოდა აღდგენილი ღირსება, მე  ვკითხულობ დღეს რომელ ღირსებაზეა საუბარი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ  დამოუკიდებლად  მივცეთ ხმა იმას ვისაც ჩვენ გვინდა? ნუთუ ეს არის ჩვენი ღირსების აღდგენა? გაივლის დრო და ჩვენი დღევანდელი შეკრება ისტორიაში იქნება, მე  ვიცი რომ იწერება ახალი ისტორია.“ -  განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up