რამდენი პროცენტის ეკონომიკურ ზრდას უმიზნებს ნათია თურნავა - მინისტრის პასუხი

რამდენი პროცენტის ეკონომიკურ ზრდას უმიზნებს ნათია თურნავა - მინისტრის პასუხი

access_time2019-05-12 12:27:42

„მე ძალიან არ მიყვარს ამ თვალსაზრისით რაიმე კონკრეტული ციფრების დასახლება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - რამდენ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უმიზნებს ნათია თურნავა? 

„ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის თუ არა პანაცეა. ზრდა არის პირობითი მაჩვენებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა არის ბაზისი და რას ადარებ; მე ვმუშაობდი 2000-იან წლებშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინ დავიწყეთ მასობრივი პრივატიზება - მიწის პრივატიზების პირველი ტალღა და როდესაც იწყებ ძალიან დაბალი ნიშულიდან, რა თქმა უნდა, მარტივია, რომ აჩვენო ორნიშნა ზრდა. ანუ ჩვენთვის ახლა მთავარი გამოწვევა არის ის 800,000 ადამიანი ვინც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იქნება რაოდენობრივი პარამეტრი, რომლითაც თქვენ და მთელი საზოგადოება გაზომავს ჩვენს ეფექტურობას. 

ჩვენ მაქსიმალურად, უახლოეს სამ წელიწადში ეს რიცხვი უდნა შევამციროთ. ეს მოხდება 5%-იანი ზრდის პირობებში თუ 7%-იანი ზრდის პირობებში, ამას გვიჩვენებს ჩვენი სწრაფი ნაბიჯები, ამას გვიჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენი განახლებული დინამიკა. მთავარი ჩვენი სამიზნე არის ის 800,000 ადამიანი, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენ უნდა მოვახმაროთ ეკონომიკური ზრდა ამ ადამიანთა რიცხვის მინიმიზაციას. ანუ ხარისხობრივ მაჩვენებელზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არა - რაოდენობრივზე.

ის 5%-იანი ზრდაც, რომელსაც ჩვენ გვიწინასწარმეტყველებენ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არის საკმაოდ დინამიური და საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ სიღარიბე. აქ იმიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ინკლუზიურობაზე, რომ აი, ამ ნაწილში გვაქვს გამოწვევა, რომ თუნდაც ის 5%-იანი ზრდა უკეთ იყოს განაწილებული ყველა ოჯახის სასარგებლოდ“, - განაცხადა მინისტრმა.


BMG




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up