2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა.

2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა.

access_time2019-07-04 19:05:50

2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა.


აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.


როგორც ირკვევა, წელს პირველ ორ კვარტალში გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით, 27 მლნ-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრივატიზაციიდან მიღებულ თანხაზე (2018, 6 თვე - 67,515,406 ლარი).


ამასთან, წლის პირველ ნახევარში ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობების პრივატიზაცია განხორციელდა.


აღსანიშნავია, რომ საანგარიში პერიოდში ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი სახელმწიფო საწარმო არ გაუყიდია.



შეგახსენებთ: 2019 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა მასშტაბურ - 170 მლნ ლარის პრივატიზების ტალღას გეგმავდა. ამ განცხადების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტით, წელს სახელმწიფო ორჯერ ნაკლები - 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზებას გეგმავს.
ცნობისთვის: მიმდნარე წლის მაისში Forbes კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს.


მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ზრდაზე მორგებულმა საინვესტიციო პოლიტიკამ.


აქ თავის როლს და ადგილს ჰპოვებს მათ შორის დაჩქარებული პრივატიზაცია და განახლებული ქონების მართვის სააგენტო, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზაციის გაზრდა შესაძლებელია.


პრივატიზაციის ტემპი ცალსახად გაიზრდება. ძალიან დაბალი გეგმები გვაქვს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ქონების მართვის სააგენტოსთან და ამ გეგმებს ვზრდით. ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია 100 მლნ ლარამდე შევასრულოთ პრივატიზაციის გეგმა, - განაცხადა ნათია თურნავამ.



BMG





სამედიცინო ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე – როგორ მდიდრდებიან კონკრეტული ბიზნეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

სამედიცინო ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე – როგორ მდიდრდებიან კონკრეტული ბიზნეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
access_time2020-01-20 16:45:57
საყოველთაო ჯანდაცვა წარმოადგენს პროექტს, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას მიიღოს სამედიცინო სერვისი. იმის მიუხედავად როგორია მისი ცხოვრების დონე, თუ შემოსავალი. შესაბამისად, ჯანდაცვის წილიც მთლიან ბიუჯეტში საკმაოდ მაღალია და ის თითქმის, საერთო ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. მაგალითად, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 4.347 მილიარდი ლარია, მაშინ როდესაც გასული წლის ბიუჯეტი 3.968 მილიარდს არ აღემატებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ 2 წლის სტატისტიკა არ არის, თუ...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...


მსგავსი სიახლეები

up