რა ღირს მთავრობის მიერ ბახმაროში „ორბი ჯგუფისთვის“ 1 ლარად გადაცემული მიწა?

რა ღირს მთავრობის მიერ ბახმაროში „ორბი ჯგუფისთვის“ 1 ლარად გადაცემული მიწა?

access_time2019-06-07 11:55:25

კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფისთვის“ სიმბოლურ 1 ლარად, 50 მილიონიანი საინვესტიციო ვაალდებულებით გადაცემული 43,269 კვ.მიწის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება 7,123,400 ლარია.აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა.


გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ს დამატებით რამდენიმე კითხვა გავუგზავნეთ და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:


- რატომ გადასცა სახელმწიფომ “ორბი ჯგუფი ბახმაროს” სიმბოლურ 1 ლარად 50-მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით 43,269 კვ.მიწა და შენობა ნაგებობები?


- კურორტ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია იღებდა ვალდებულებას კურორტზე მოეწყო მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო(ები), კომერციული ფართი(ები), კვების ობიექტი(ები) და სპორტული მოედნები, რისთვისაც მინიმუმ 50 მილიონის ინვესტიციას განახორციელებდა.


- რატომ არ გამოაცხადა ქონების სააგენტომ აუქციონი?/რატომ შეიზღუდა კონკურენცია?


- შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების მიხედვით დაინტერესებული იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით მიყიდვით, ვინაიდან კურორტზე კომპანია გეგმავდა 50 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობდა კურორტის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე.


- არის თუ არა სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი განცხადება აღნიშნული მიწის ნაკვეთების გაყიდვასთან დაკავშირებით და თუ - კი, რომელი კომპანიების და რა პირობებით?



- სააგენტოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კომპანიის განცხადება მითითებული უძრავი ქონების გარკვეული ნაწილის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, სასტუმრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის და 2 000 000 (ორი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ასევე სხვადასხვა პერიოდში სააგენტოში წარდგენილი იყო აღნიშნული უძრავი ქონებების მცირე მონაკვეთებით (100.00 კვ.მ.-200.00 კვ.მ.) დაინტერესების გამომხატველი არაერთი განცხადება. კურორტ ბახმაროს განვითარების პერსპექტივის, ასევე შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საინვესტიციო თანხების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ იქნა ამ უკანასკნელის ინიციატივა.


- ბახმაროში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასაყიდად სააგენტომ მოამზადა თუ ჯერ ინვესტორმა გამოხატა ინტერესი? რამდენ ხანში მიიღო სააგენტომ/მთავრობამ მის სიმბოლურ ფასად გადაცემაზე გადაწყვეტილება?


- უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვა შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ სააგენტოში 2018 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა, რის შემდგომაც სააგენტომ დაიწყო დადგენილი საპრივატიზებო პროცედურების განხორციელება, მათ შორის მიწის ნაკვეთების ადგილზე მოკვლევა და შესაბამისი უწყებებიდან პრივატიზებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამოთხოვება. საპრივატიზებო პაკეტის მომზადების შემდგომ, 15 მაისს, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა მთვრობის სხდომაზე.


- პრემიერის განკარგულებიდან გამომდინარე, 10 წლის შემდეგ “ორბი ჯგუფს” ბახმაროში მრავალბინიანი სახლის/კორპუსის აშენების უფლება ექნება?


- საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „ორბი ჯგუფს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის მანძილზე ეკრძალება მრავალბინიანი სახლების მშენებლობა, ხოლო შემდგომ პერიოდში მსგავსი ტიპის მშენებლობა უნდა დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის N314 დადგენილებით დამტკიცებული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


- დეპუტატ ნინო წილოსანის ინფორმაციით, ბახმაროში ინვესტირებით კიდევ ორი კომპანიაა დაინტერესებული და მოლაპარაკებები აქვთ ქონების სააგენტოსთან. შეგიძლიათ, კომპანიების ვინაობა გვითხრათ? ასევე რა პროექტებზეა საუბარი და რა საინვესტიციო ვალდებულებით?


- მიმდინარე პერიოდში, სააგენტო ოცამდე დაინტერესებული პირის წინადადებების ფარგლებში განიხილავს 25-მდე ობიექტის (მიწის ნაკვეთის) პრივატიზების საკითხს. დასახელებული მიწის ნაკვეთების ფართობი არ აღემატება 100.00 -300.00 კვ.მ.-ს. ობიექტების საპრივატიზებოდ მომზადების პროცესის დასრულების შემდგომ, ისინი ინიცირებული იქნება ელ. აუქციონის ფორმით. ამასთან, გარდა ზემოთ დასახელებული სუბიექტებისა, სააგენტო მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე (სამი) კომპანიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული პროექტები დამუშავების ეტაპზეა, ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გაამხილოს მათი ვინაობა და საინვესტიციო პირობები.


- გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას განმარტებით, რწმუნებულის აპარატი მოლაპარაკებების პროცესში კომპანია “ორბთან”ჩართული არ იყო, გქონდათ თუ არა მათი წერილობითი ან ზეპირი თანხმობა აღნიშნული მიწების 1 ლარად გასაყიდად?


- აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვამდე, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს სააგენტოსგან წერილობით ეცნობა კურორტ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთბის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ.


BMG

ფოტო : გიორგი ნიკოლავა


თეგები:
ბახმარო



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up