რამდენი მანქანა ემსახურება სახელმწიფო უწყებებს - 6 სამინისტრო ინფორმაციას  არ ასაჯაროვებს

რამდენი მანქანა ემსახურება სახელმწიფო უწყებებს - 6 სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროვებს

access_time2019-08-27 16:00:23

სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უწყებებს შორის, ყველაზე მეტი ავტომობილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემსახურება.


როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული უწყების ბალანსზე 104 ავტომობილია.


ამასთან, ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს გასაჯაროვებული 6 სამინისტროს. საუბარია, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე.


როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ სამინისტროებს, რომელთა მონაცემებიც ბიუჯეტის მონიტორზე არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. აუდიტის სამსახურის ცნობით, მონაცემების მიღებისთანავე, ვებგვერდი განაახლებს ინფორმაციას.


რაც შეეხება სხვა უწყებების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობას, ასე გამოიყურება:



საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 88 ავტომობილი;



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 ავტომობილი;



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართევლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 9 ავტომობილი;



საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო - 55 ავტომობილი;



რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 104 ავტომობილი;



იუსტიციის სამინისტრო - 87 ავტომობილი;



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 49 ავტომობილი.


BPN





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up