რამდენი კილოვატი და რამდენი დოლარის ელექტრო ენერგიის შეძენა მოგვიწევს ზამთარში

რამდენი კილოვატი და რამდენი დოლარის ელექტრო ენერგიის შეძენა მოგვიწევს ზამთარში

access_time2021-10-11 16:00:52

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტმა 2020 წელს 1610,1 მლნ. კვ/სთ  შეადგინა, 2021 აგვისტოს ჩათვლით ეს მაჩვენებელი 1715.9 მლნ კვ/სთ-ზეა. რა მოცულობის ელენერგიის შეძენა მოგვიწევს აპრილამდე და რა იქნება მისი ფასი, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა.



მისი თქმით, ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ეს მაჩვენებელი დაახლოებით შარშანდელი მონაცემის – 1,7 მლრდ კვ/სთ-ის ტოლი იქნება.



„აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ჩვენ წელს დავაბალანსებთ, წლევანდელი წლის შესყიდვიდან რუსეთიდან აფხაზეთისათვის შემოსული ელექტროენერგია აუცილებლად უნდა ამოვიღოთ. თუ ჩვენ იმ ელექტროენერგიას, რომელიც ენგურის გაჩერების გამო აუცილებელი შეიქმნა აფხაზეთის მომარაგებისათვის  ბალანსიდან ამოვიღებთ, ვფიქრობ, რომ წლიური მაჩვენებელი  1,5 მლრდ–დან 1,7 მლრდ–ზე  მეტი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ ამ მაჩვენებელს აფხაზეთისთვის მიღებულ ენერგიას დავამატებთ, ჯამში მეტი იქნება. მაისში აფხაზეთისთვის ჩვენ დაახლოებით 900 მილიონიდან 1 მლრდ -მდე  ენერგია დაგვჭირდა და  თუ ბალანსში ამ მაჩვენებელს  შევიტანთ, ელექტრო ენერგიის იმპორტის მაჩველებელი 2 მლრდ-დან – 2,7 მლრდ-მდე კილოვატ საათს შეადგენს“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

 


რაც შეეხება ელექტროენერგიის ყიდვის ღირებულებას გია არაბიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია თუ დღის რა მონაკვეთში იქნება ენერგია შესყიდული. მისივე თქმით არის შემთხვევები, როცა ენერგიის შესყიდვა პიკის საათებში ხდება, საშუალოდ კილოვატ საათის ფასი 4,5 ცენტიდან 5 ცენტამდე იქნება.

 


 

„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა აფხაზეთთან მიმართებაში მას რუსეთი ჩაენაცვლა, რადგან აფხაზეთის ენერგიის დაახლოებით 80 - 90% იანვარ-მაისში რუსეთიდან შემოვიდა.  თუ ბალანსი ისე იქნება დამყარებული, როგორც დღეს არის, დღევანდელი ბალანსი დაახლოებით ასეა , რომ 60-65% ენერგიას ჩვენ ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან და დანარჩენი მცირე ნაწილი შემოდის თურქეთიდან და რუსეთიდან. თუ ეს ნაწილი იქნა შენარჩუნებული, არ ველი, რომ აზერბაიჯანი ჩვენ  ელექტროენერგიის ფასს მოგვიმატებს, რადგან აზერბაიჯანი ამ ენერგიას ძირითადად ბუნებრივი გაზის მეშვეობით იღებს, თვითონ აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზის ფასი, ევროპისგან განსხვავებით, არ გაძვირებულა. შესაბამისად, აზერბაიჯანს ამ გაზის თვითღირებულება ძვირი არ დაუჯდება, რადგან საკუთარ გაზს წვავს.

ელექტროენერგიის ფასის ძალიან მკვეთრ ზრდას არც რუსეთიდან ველით, რადგან რუსეთიც ენერგიას ადგილობრივი რესურსებით გამოიმუშავებს, თუმცა რუსეთმა სამომხმარებლო გაზის ტარიფი ივნისსა და ივლისში საკმაოდ სერიოზულად გაზარდა“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

 


რაც შეეხება ალტერნატიულ ენერგიის წილს, არაბიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით არსებული გეგმის შესრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან იმისათვის, რომ მზის და ქარის ალტერნატიული ენერგიის ექსპლუატაციაში შესაყვანად სარეზერვო სიმძლავრეებია საჭირო.



„მზე და ქარი რომ ექსპლუატაციაში შეიყვანო, ამისათვის ორი ვარიანტია, ერთი ვარიანტი არის ის, რომ უნდა გქონდეს სარეზერვო სიმძლავრე, რადგან როდესაც დაღამდება, ქარი ჩადგება ან ღრუბლიანი ამინდი იქნება, სისტემას ვერ გააჩერებ.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებით გამომუშავებული ენერგია ე.წ. აკუმულატორებში შეინახოს და ენერგიის არგამომუშავების პერიოდში იქიდან მოხდეს ქსელის კვება და ენერგიის მიწოდება. ენერგიის შემნახველები და აკუმულატორები საკმაოდ ძვირია და ტარიფს ზრდის. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ამ ეტაპზე მისაღებია, იმიტომ რომ ჰიდროენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ ბევრი გვაქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ალტერნატიული ენერგია თამამად შემოვიყვანოთ, ოღონდ ვიქონიოთ სარეზერვო სიმძლავრეები.

სარეზერვო სიმძლავრეები რაც გვაქვს, ესენია ჟინვალი, ენგური და ა.შ. აქ იყო ძალიან სერიოზული გათვლა იმაზე, რომ სადღაც 2030 წლისათვის ექსპლუატაციაში შემოვიდოდა ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი და ამ დროისათვის ჩვენ შეგვეძლო უკვე სადღაც 1100 - 1200 მეგავატი განახლებული ენერგეტიკის წყაროები შემოგვეყვანა ექსპლუატაციაში. ნამახვანზე და ხუდონზე რაც ხდება, ვიცით, სხვა სადგურებზეც განსაკუთრებული აღმშენებლობა არ მიმდინარეობს, ამიტომ ბუნებრივია ეს გეგმაც, რომ 2025 წლისათვის გვექნება 400 მეგავატი, გადასახედი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სარეზერვო სიმძლავრეები რომლითაც დავგეგმეთ სადგურების მუშაობა, მათი მშენებლობის პროცესი გაჩერებულია“, – აღნიშნა გია არაბიძემ.

 


2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1610.1მლნ. კვ/სთ შეადგინა, აქედან რუსეთიდან მთელი წლის განმავლობაში 570,6მლნ კვ/სთ, თურქეთიდან 313,6 მლნ კვ.სთ ხოლო აზერბაიჯანიდან 726,3კვ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა. 



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up