უკრაინისთვის “Himars-ის“ სარაკეტო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი აღმოჩნდა რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას მორიგ ერთმილიარდიან სამხედრო პაკეტს მიაწვდის, რომელშიც დამატებით შევა “Himars-ის“ სარაკეტო სისტემები. პენტაგონის პრესსპიკერის თქმით, ამ სისტემამ უკრაინას კრიტიკული წარმატება მოუტანა ბრძოლის ველზე რუსული დამპყრობელი ძალების წინააღმდეგ“.
“Himars-ი“ ექსპლუატაციაში პირველად 2005 წელს ჩაეშვა.
აშშ-ს გათვლებით “Lockheed Martin-ს“ ჯამში ცხრაასი ასეთი სიტემა უნდა ეწარმოებინა, თუმცა ამჟამად მხოლოდ 540 ერთეული “Himars-ია“ გამოშვებული.
დღესდღეობით ეს სარაკეტო სისტემები შემდეგ ქვეყნებშია ექსპორტირებული: იორდანია -12, სინგაპური -18, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 20.
რაც შეეხება უკრაინას, ამ ეტაპზე ამერიკამ 16 “Himars-ი“ მისცა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ქვეყანას სულ მცირე 100 ერთეული სისტემა დასჭირდება დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
წყარო: newsweek.com