რამდენი დახარჯა მთავრობამ იანვარ-სექტემბერში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

რამდენი დახარჯა მთავრობამ იანვარ-სექტემბერში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

access_time2021-11-02 15:00:00

2021 წელს სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში 4 510 ბენეფიციარის პროცენტის სუბსიდირებისათვის კომერციულ ბანკებში 8.8 მლნ ლარი გადაირიცხა. ამის შესახებ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაში წერია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.


კორონავირუსის პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამა 2020 წელს დაიწყო, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდა.


იპოთეკური სუბსიდირების, დეველოპერების მხარდამჭერი პირველი პროგრამა 2020 წლის ივნისიდან დაიწყო. 5 წლით 4% -იანი თანადაფარვის პირობით. მხოლოდ ახლადაშენებული ბინის შესაძენად იყო განკუთვნილი, 70 მლნ ლარის ჯამური ბიუჯეტით. 2020-ში (ივლისი-დეკემბერი) გაცემულ ლარში დენომინირებულ სესხებზე, ₾200 000 ლარამდე. სულ, 900 მლნ ლარამდე სუბსიდირებული სესხი დამტკიცდა.


გახარიასდროინდელი პროგრამით მთავრობას 1 800 დევნილის ბინის შესყიდვაც გაუიაფდა, 150 მლნ ლარამდე. ასევე ახლდა დათქმა - დეველოპერი 30%-ს თუ ვერ გაყიდდა, სახელმწიფო შეისყიდდა. ამ შემთხვევაშიც პროგრამა 25.06.2020 -ში გამოცხადა და 1.07.2020-დან ამოქმედდა.


რაც შეხება იპოთეკური სუბსიდირების მეორე ეტაპს, რომელიც1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს მრავალშვილიანი ოჯახების (ან ახალშეძენილი შვილები) მხარდაჭერას გულისხმობს.



პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.


პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:


• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;


• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;


• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.


სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, 1-ლი სექტემბრიდან. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.


პროგრამა ერთჯერადია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up