შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც 2017 წლის იანვარ-სექტემბერს მოიცავს, სულ რეგისტრირებულია - 4436 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა - 384, დაშავდა - 6280 ადამიანი. სტატისტიკას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.
სიმთვრალე 117 ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი იყო, რომლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა, 174 კი დაშავდა. სიჩქარის გადაჭარბებით - 291 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა - 52, დაშავდა - 460 ადამიანი. 2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ავტოავარიებში 16 ბავშვი დაიღუპა, 722 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 94 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, დაშავდა 1359 ადამიანი. რაც შეეხება ბავშვებს, ფეხით მოსიარულე 8 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 245 დაშავდა.
უკვე 2017 წლის 12 თვის ავტოსაგზაო შემთხვევების სრული სტატიკის გამოქვეყნების შემდეგ შევძლებთ ვთქვათ, იმოქმედა თუ არა მართვის მოწმობების ასქულიანმა სისტემამ, ჭკვიანმა კამერებმა, ფარულმა პატრულირებამ და სხვა გამკაცრებულმა რეგულაციებმა ავტოავარიების სტატისტიკაზე. და არის თუ არა საქართველო ამ საგანგაშო მაჩვენებლებით ევროპაში მოწინავე პოზიციებზე? შეგახსენებთ, რომ 2016 წელს 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა 581 ადამიანი. 2015 წელს, 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 602 ადამიანი გარდაიცვალა.
და კიდევ ერთი სსტატისტიკური მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს იანვარ-სექტემებრში საქართველოში სულ 13 037 ხანძარი დაფიქსირდა.
2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი, დაშავდა 176. ხანძრის შედეგად განადგურდა 421 შენობა-ნაგებობა. ეს 9 თვის მონაცემია, დეკემბერში კი, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.