რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე?

რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე?

person access_time2016-02-21 10:00:19

რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე? პრობლემაზე ბაზრის ახალი მოთამაშე საუბრობს. საკონდიტრო საწარმო „გურმეს" დირექტორის ნინო მამულაშვილის თქმით, რომელიც უახლოეს პერიოდში რუხი პურის წარმოების დაწყებას გეგმავს,  დღეს ბაზარზე ხარისხიანი პურის ნაკლებობაა,


მისი განცხადებით, ჭვავის პურის ბაზარზე პროდუქციის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული. 


მამულაშვილის თქმით, პრობლემაა არა ფქვილის შემოტანა, არამედ ის, რომ წარმოებისას პურის შეღებვა ადგილზე ხდება. ანუ კომპანიები თეთრ ფქვილს ღებავენ, დანამატებით კი შავი ფქვილი გამოსდით.


მისივე განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ ხარისხიანი ჭვავის ფქვილი ძვირია, ამიტომ კომპანიებს არ უღირთ ასეთი ძვირადღირებული ფქვილით პურის წარმოება. „მაგალითად თუ 1 კგ ხარისხიანი ფქვილი ჩვენ 4 ლარი გვიჯდება, იაფფასიანი ფქვილის შემოტანა 1-1.50 ჯდება"-აცხადებს მამულაშვილი.



რეალურად დგას თუ არა ჭვავის პურის ხარისხიანობის პრობლემა ბაზარზე? 



ჭვავის ფქვილის ხარისხზე კომენტარს აკეთებს ჭვავის ფქვილის იმპორტიორი კომპანია „ჯეოკინგის" დამფუძნებელი გიორგი ადამია. მისი განცხადებით, ის იმპორტიორია და პასუხს არ აგებს მცხობელების საქმიანობაზე და პურის ხარისხზე. მისი თქმით, „ჯეოკინგი" საქართველოში ხარისხიანი ჭვავის პურის იმპორტს მრავალი წელია ახორციელებს. 


„ჩვენ დღეს ჭვავის ფქვილი ბელორუსიიდან შემოგვაქვს იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ძალიან ხარისხიან ფქვილს ამზადებს. მე შემიძლია ხარისხის სერთიფიკატებიც კი წარმოვადგინო"-აცხადებს ადამია.


მისივე თქმით, საკითხის ისე დასმა, რომ ჭვავის ფქვილი საქართველოს ბაზარზე დეფიციტურია, არასწორია. ეს ფქვილი არის საქართველოს ბაზარზე, თუმცა, შესაძლოა პური მართლაც იყოს ფალსიფიცირებული. რაც შეეხება ფასს, ადამიას განცხადებით, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ჭვავის ფქვილის შემოტანა ძვირი უჯდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჭვავის ფქვილი ძვირია. „ყველაფერს ცოდნა უნდა. თუ ის 1 ტონა ფქვილს წამოიღებს, რა თქმა ძვირი დაუჯდება. ვაგონით თუ წამოიღებს ბევრად იაფი დაუჯდება. ამას ცოდნა უნდა"-აცხადებს ადამია.



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up