რამდენად უსაფრთხოა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოში?

რამდენად უსაფრთხოა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოში?

access_time2016-09-18 16:10:55

სიძველე, არაკომფორტულობა, ფანჯრებისა და კონდიციონერის არარსებობა, სისუფთავის პრობლემა და ფეხზე მდგომი მგზავრებით გადაჭედილი სამარშუტო ტაქსები - ის ძირითადი პრობლემებია, რასაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრები „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ.


„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უმეტესი ნაწილი გაუმართავია და შესაბამისად, მგზავრებისთვის უსაფრთხო არ არის. მისივე თქმით, ამ სფეროს რეგულირება-კონტროლი ქვეყანაში საერთოდ არ ხდება.

 


"არ მოწმდება თუ რამდენადაა სამარშუტო ტაქსები გამართული და იმის გამო, რომ ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება არ ხდება, ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი მოძველებულია.




ამ ტრანსპორტით მგზავრობა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან თითქმის ყველა საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაკეთებულია. კერძოდ, იმის გამო, რომ შედარებით იაფი ჯდება, მძღოლებს ან კომპანიებს შემოჰყავთ სატვირთო „მარშუტკები", შემდეგ კი მათი კუსტარული წესით სამგზავროდ გადაკეთება ხდება", - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.



„თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ძველია და არანაირი კომფორტი არ არის. ზამთარში ცივა, ზაფხულში ისე ცხელა, შეიძლება გულიც კი წაგივიდეს. თანაც, ზოგიერთ სამარშრუტო ტაქსიში წესიერად ფანჯრებიც არ იღება. მართალია, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებიც მოძრაობს, რომელიც შედარებით ნორმალურია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით," - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მგზავრი მარტვილიდან.

 


ტრანსპორტის სიძველე და გაუმართაობა აწუხებთ კახელებსაც. თამთა, რომელიც კახეთიდანაა წარმოშობით და სწავლის გამო დედაქალაქში ხშირად მგზავრობს, ამბობს, რომ კახეთიდან თბილისში და პირიქით, საკმაოდ ძველი, გაუმართავი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც შიგნიდანაც არაკომფორტულია, მაგალითად, სკამები მოძველებული და ძალიან მოუხერხებელია.




იგივე პრობლემები აქვთ თიანეთში, მარტყოფში მცხოვრებ ადამიანებსაც.

 


ეკა ლალიაშვილის თქმით, მართალია, კანონმდებლობით დადგენილია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ტექდათვალიერება უნდა გაიაროს, მაგრამ ეს არ ხდება.

 


"არსებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, ამიტომ რომ გაკონტროლდეს და შემოწმდეს, შედეგად არცერთმა მათგანმა არ უნდა იმოძრაოს. სწორედ ამის გამოა, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად არის ამ საკითხის მიმართ და მისი იგნორირება ხდება.

 


„გარდა ამისა, თვითონ ტრანსპორტის შიდა სალონში არ არის სტანდარტები დაცული. მაგალითად სავარძლები საკმაოდ ახლოს, ვიწროდ არის დამონტაჟებული, არის შემთხვევები, როცა სკამი არათუ დამონტაჟებული, არამედ უბრალოდ სავარძლებს შორის არის ჩადგმული, რაც ასევე ნორმის დარღვევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მიმართულებით არის მძღოლების საკითხი, რაც ასევე ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის მიღმაა. არ ექცევა ყურადღება მათი დასვენების რეჟიმს. ამის გამოა, რომ ყოფილა შემთხვევები ავარიის მიზეზი მძღოლის გადაღლილობა, ყურადღების გაფანტვა გამხდარა. საერთოდ არ ექცევა ყურადღება როგორია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ ხდება მათი ალკოტესტზე შემოწმება და ა.შ.," -ამბობს ლალიაშვილი.



რაც შეეხება გაზზე მომუშავე ტრანსპორტს, ეკა ლალიაშვილის თქმით, ამ ტიპის ტრანსპორტის ნაწილი გაზზეა გადაყვანილი, რაც ასევე რისკის შემცველია, რადგან საქართველოში კვალიფიციური ხელოსნების სიმცირეა, შესაბამისად არ ვიცით, რამდენად სწორად და ხარისხიანად ხდება მონტაჟი, ასევე არ ვიცით, რამდენად იცავენ გაზგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული ბალონის გაზით დატენვის ნორმებს.


საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ორგანო ეკონომიკის სამინისტროში არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა, სადაც „ბიზნესპრესნიუსს" უთხრეს, რომ ტრანსპორტის შემოწმება მხოლოდ საჩივრის საფუძველზე ხდება. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ რამდენი საჩივარი შესულა სააგენტოში, რამდენი სამარშუტო ტაქსია შემოწმებული, რამდენს აქვს მათგან ტექდათვალიერება გავლილი და შესაბამისად, რამდენია მგზავრებისთვის უსაფრთხო. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას რამდენიმე დღე სჭირდება.

 


რაც შეეხება, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ ალკო-ტესტზე შემოწმებას, სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის (საუბარია, სამარშრუტო ტაქსებზე, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავს) მძღოლებს რეისზე გასვლამდე მსგავსი შემოწმების გავლას ავალდებულებს.


BPN.GE



„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up