რამდენად უსაფრთხოა Apple-ის უსადენო ყურსასმენი?

რამდენად უსაფრთხოა Apple-ის უსადენო ყურსასმენი?

access_time2016-12-27 10:00:52

 

Apple-ს ახალი უსადენო ყურსასმენის, AirPods-ის ბაზარზე გამოშვება საკმაოდ დაუგვიანდა - AirPods-ის პრეზენტაცია ჯერ კიდევ სექტემბერში შედგა, თუმცა მას შემდეგ ბაზარზე გამოშვება ორჯერ გადაიდო. ინოვაციურ ყურსასმენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან უსადენო ყურსასმენის საშუალებით სატელეფონო ზარის განხორციელება, მუსიკის მოსმენა და Siri-ში მოთხოვნის გაგზავნაა შესაძლებელი.

 

თუმცა ამასთან, AirPods-მა არაერთი კითხვა გააჩინა. გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი დაკარგვა საკმაოდ მარტივია და ამასთან, შესაძლოა ყურზე კარგად არ დამაგრდეს. სწორედ ამიტომ, CNNMoney-მ გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს Apple-ის ახალი პროდუქტი.

 


ადამიანმა, რომელსაც AirPods-ი ეკეთა, ცდის განსახორციელებლად არაერთი მკვეთრი მოძრაობა გააკეთა: დადგა თავდაყირა, რამდენჯერმე ახტა და სხვ. შედეგი მოულოდნელი იყო - AirPods-ი უძრავად, კვლავ თავის ადგილას დარჩა. შესაბამისად, ცდის ავტორმა, სამანტა კელიმ დაასკვნა, რომ მოძრაობისას AirPods-ის დაკარგვის საშიშროება თითქმის არ არსებობს.


 

AirPods-ის ღირებულება $160-ს შეადგენს. დაკარგვის შემთხვევაში თითოეული ყურსასმენის შეცვლისათვის $69-ის ოდენობის საფასურია გადასახდელი.

 

უსადენო ყურსასმენების კონცეფცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ გაუგებარია, თუმცა სავარაუდოდ რამდენიმე წლის შემდეგ იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც ჩვენი ყურსასმენი სმარტფონს თუ სხვა მოწყობილობას სადენით უკავშირდებოდა.

 

 

ავტორი: CNNMoney



ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა
access_time2022-01-20 16:00:43
2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულზე ფასების მატებამ იქონია. ნავთობის იმპორტი $324 მლნ-ით $823 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 65%-იან მატებას ნიშნავს. 12.6%-ით $354 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც.   2021 წელს საიმპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...


მსგავსი სიახლეები

up