საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებმა შეიმუშავეს გზის ხარისხის ახალი საზომი 162 ქვეყანაში, Google Maps-ის გამოყენებით, რათა დადგინდეს საშუალო დრო, რომელიც სჭირდება მგზავრობას დიდ ქალაქებს შორის, რომლებიც დაშორებულია მინიმუმ 80 კილომეტრით (50 მილი). კვლევის თანახმად მსოფლიოს ყველაზე სწრაფი გზები უფრო მდიდარ ეკონომიკებშია, მათ შორის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, საუდის არაბეთსა და კანადაში. ყველაზე ნელი გზები ყველაზე ღარიბ ქვეყნებშია რაც არის კიდევ ერთი დაბრკოლება ინკლუზიური ზრდისთვის. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გზის ხარისხი დიდად არის დაკავშირებული მგზავრობის დროსთან - ნათქვამია სსფ-ის შესაბამის განცხადებაში
არსებული კვლევის მიხედვით რეგიონში საქართველოს უპირატესობა აქვს მხოლოდ მეზობელ სომხეთთან, თუმცა ჩამორჩება აზერბაიჯანს და თურქეთს.
წყარო: ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი