რამდენად შეიძლება გამყარდეს ლარი

რამდენად შეიძლება გამყარდეს ლარი

access_time2021-12-11 14:00:17

რა ნიშნულზე უნდა იყოს ლარი/დოლარის კურსი? ან რამდენად არის შესაძლებელი,  ლარი გამყარდეს სწორი პოლიტიკის შემთხვევაში?

ამ კითხვებზე ცხადი პასუხი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს კურსის ტარგეტირების ნიშნული.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფიქსირებული კურსის არსებობა,  მაგრამ ეს  ძვირი ჯდება და საქართველოს ასეთი პოლიტიკის გატარების ფუფუნება არ აქვს.  

„ლარი არის ეკონომიკის თერმომეტრი. გვაჩვენებს შედეგს, სად არის ეკონომიკა. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ძლიერება. აქ, პირველ რიგში, სასამართლოს მოვიაზრებ, შემდეგ – ეროვნულ ბანკსა და მთავრობას თავიანთი დამოუკიდებლობით, მაგრამ შეთანხმებული მაკროეკონომიკური პოლიტიკით. კრიზისების დროს ვხედავთ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას. არის  საკითხები, რომელიც უნდა იყოს კონსენსუსის საგანი. საით უნდა წავიდეს ეკონომიკურად ქვეყანა, ეს უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი. ოპოზიციური თუ დამოუკიდებელი ექსპერტების აზრიც უნდა ისმოდეს. ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ უნდა იყოს შეთანხმება საკვანძო საკითხებზე. ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

და რაც მთავარია, საქართველოს სჭირდება მეგობრები. მეგობრების დახმარების  მაგალითები განვლილ 30 წელში უამრავია. მათ შორის, პანდემიისას და 2008 წელს – ომისა და ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც ქართულ ვალუტაზე კრიზისის გავლენა ასეთი მასშტაბური არ ყოფილა.

კურსის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკაში ლარი და მისი გაცვლითი კურსი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებისა და სასესხო ვალდებულებების მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის ყოველ შესუსტებას მოსახლეობის შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა აქვს. ლარის გაუფასურებას ნომერ პირველ ხელისშემშლელ ფაქტორად ბიზნესის თითქმის 70% ასახელებს.

მაინც რა სჭირს ლარს? როგორ მოხდა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართული ფული დოლართან 89%-ით გაუფასურდა?

  • ლარის გაუფასურების პირველი ნიშნები 2013 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და წლის ბოლო დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი $1/1.7363 ლარის ნიშნულზე დაეცა.
  • ლარი ვარდნას აგრძელებდა 2014 წელს. ამ წელს რეკორდულად მაღალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 6 დეკემბერს დაფიქსირდა – $1/1.9527 ლარი.  წელი $1/1.8636 ნიშნულით დასრულდა.
  • 2015 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია ლარის ისტორიაში. უკვე 29 იანვარს ლარმა ფსიქოლოგიური ნიშნული – 2 ლარი გადალახა. 29 სექტემბერს  კურსი 2.4499 ნიშნულამდე დაეცა. წლის ბოლო ვაჭრობაზე $1 ღირდა 2.3949 ლარი.
  • 2016 წელს ლარი ისევ უფასურდებოდა. 31 დეკემბრის კურსით $1 ღირდა 2.6468 ლარი.
  • 2017 წელი შედარებით სტაბილური იყო. ვაჭრობა 2.5922 ნიშნულზე დასრულდა.  2018 წელს კი, დოლარი/ლარის კურსი 2.6766 მაჩვენებელზე იყო.
  • ლარის გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო  2019 წელს. წლის ბოლო ვაჭრობაზე $1 ღირდა 2.8677 ლარი, თუმცა, შემოდგომაზე ლარის კურსი 2.97-იან ნიშნულამდე რამდენჯერმე  დაეცა.
  • 2020 წელი ლარისთვის რთული წელი აღმოჩნდა. COVID 19-ის პანდემიის გამოცხადებიდან მალევე კურსმა 3 ლარის ნიშნული გადალახა. წლის ბოლოს ვაჭრობა $1/3.2766 ნიშნულზე იყო.
  • ლარის კურსის ვარდნა გრძელდებოდა 2021 წლის დასაწყისშიც. 29 აპრილს   ოფიციალური კურსი 3.4529  ნიშნულამდე დაეცა. 2 დეკემბრის გაცვლითი კურსით $1 ღირს 3.13 ლარი.

საგარეო შოკები

საქართველოში ვალუტის თავისუფალი ცურვის რეჟიმი მოქმედებს. ლარის გაცვლითი კურსის ფიქსირება ან მართვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანს არ წარმოადგენს. ეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი ხშირად აკეთებენ აქცენტს კურსის თავისუფალი ცურვის რეჟიმის მართებულობაზე  მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც და, შესაბამისად,  სტაბილურია გრძელვადიან პერიოდში“.


ლარის კურსის შესუსტების მიზეზებს შორის საგარეო შოკები ყველაზე ხშირად სახელდება. მართლაც, თუ გადავხედავთ უახლესი 9 წლის ისტორიას, მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონს მშვიდი პერიოდი არ ჰქონია.

შოკებს შორის, შესაძლოა, გამოყოთ 2014 წლის დასაწყისში ყირიმის ანექსია და საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია. თუ 2013 წელს უკრაინაში  ექსპორტის მოცულობა $198 მილიონი იყო, 2014 წელს $140 მილიონამდე, 2015 წელს კი, $60 მილიონამდე დაეცა.

2014-16 წლებში იყო ნავთობის კრიზისი. ამ პერიოდში ნავთობის ფასები 68%-ით შემცირდა და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები, მათ შორის, ყაზახეთი და აზერბაიჯანი დააზარალა. პროცესს დაერთო დასავლეთის  მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. 2014 წელს დაიწყო კრიზისი რუსეთში, გაუფასურდა რუბლი. ნავთობზე ფასების ვარდნამ, გარდა უშუალოდ ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისა, მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპიც შეამცირა.

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ჰქონდა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის – თურქეთის კრიზისს. 2015 წლიდან ქვეყანაში არასტაბილურობის არაერთი ტალღა იყო, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა. ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. 

თუ გადავხედავთ რეგიონის ვალუტებს, გაუფასურება შეეხო ყველა ვალუტას, ყველაზე ნაკლებად – სომხურ დრამს.


ხარვეზები შიდა პოლიტიკაში

საგარეო შოკები მასშტაბური იყო, მოხდა აშშ დოლარის გლობალური გამყარებაც, მაგრამ არა იმ ტემპით, რა ტემპითაც მის მიმართ შესუსტდა ლარი.

ხარვეზები იყო საშინაო პოლიტიკაში. შოკებზე პასუხი ხან დაგვიანებულია, ხან არაეფექტიანი. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი, ის არის, რომ  ეკონომიკურ პოლიტიკას არ აქვს ერთიანი ხაზი.

ლარის გამყარებისთვის ყველაზე მთავარი ინვესტიციების შემოსვლა და ეკონომიკის განვითარებაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების – FDI-ის მოზიდვის მხრივ კი, პრობლემებია. გაიზარდა შეჩერებული პროექტების რაოდენობა და შეირყა ქვეყნის რეპუტაცია.

„ლარის გაუფასურებაში  შიდა ფაქტორებიდან, რაც ზედაპირზეა და ჩანს, დიდი წილი მოდის მთავრობის არამიზნობრივ ხარჯვასა და საინვესტიციო პოლიტიკაზე. საერთაშორისო დონეზე არ გვაქვს კარგი სახელი. შერყეულია ჩვენი საერთაშორისო იმიჯი.  არ ვამბობ, რომ ოდესმე სტაბილური და მყარი იმიჯი გვქონდა, მაგრამ ხომ უნდა გაგვეუმჯობესებინა ამ წლებში? არაფერს ვაკეთებთ გამოსასწორებლად, პირიქით. ინვესტიციების წილში რეინვესტირება არის 90%. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება არ გაიტანეს, ჩააბრუნეს, მაგრამ ახალი ფული არ შემოდის. არაფერი ხდება“, –ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი.

მისი აზრით, მთავრობას შეეძლო ტურიზმის, ან ექსპორტის მეტად ხელშეწყობა, რომ ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოსულიყო.

„არ გვაქვს სასამართლო და არ შემოდის ინვესტიციები. თითქოს მარტივი სათქმელია, მაგრამ შინაარსი რთულია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებაც რომ ჰქონდეს მთავრობას, მარტივი დასალაგებელი არ არის თავისუფალი სასამართლოს საკითხი, არადა,  ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში, ინვესტიციები მუდმივად იქნება არამდგრადი, ვიღაცასთან შეთანხმებულ/დალაგებული. ასეთ ინვესტიციებს, ხელისუფლებების ცვლილების შემდეგ, მუდმივად ექმნება პრობლემები – სხვასთან ხდება დასალაგებელი. ასეთი ინვესტიციები არ  გვჭირდება. გვინდა საღი ურთიერთობები, განვითარებული ინსტიტუციებით“, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up