რამდენად რეალურია პუტინის ბირთვული მუქარა?

რამდენად რეალურია პუტინის ბირთვული მუქარა?

access_time2022-03-03 19:30:00

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შემაკავებელი ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. ამ ძალებში, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღიც იგულისხმება. როგორ რეაგირებს დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის ამ ნაბიჯზე?ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.


რეალურია თუ არა საფრთხე?


პუტინის ამ განცხადებას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან სხვა მიმართულებით ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს. უბრალოდ, მას სურს შეახსენოს მსოფლიოს, რომ აქვს შემაკავებელი ძალა მოცემულ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში შეჭრა გეგმის მიხედვით არ წარიმართა და რუსები შეუპოვარი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.


გადაცემა BBC Breakfast-თან ინტერვიუში უოლესმა განაცხადა, რომ პუტინის სიტყვების გამო ადამიანების შეშფოთების ესმის. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მას 12 წლის ვაჟმაც კი დაურეკა და ჰკითხა, რამდენად რეალური იყო ბირთვული საფრთხე. ”ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ამ ფრაზაში, რომელიც ბირთვულ სფეროში რუსეთის პოზიციის ცვლილებას ასახავს. პუტინმა ეს მაგიდაზე მხოლოდ იმისთვის დადო, რომ შეგვახსენოს - მას აქვს შემაკავებელი ფაქტორი. დიდი ბრიტანეთის ბირთვული შემაკავებელი სისტემა ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამიტომ მინდა ვუთხრა მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ამ სფეროში ესკალაცია გამოიწვიოს,“ - განაცხადა ბენ უოლესმა.


თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სტრატეგიულმა სარაკეტო ძალებმა, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებმა შესაბამის ავიაციასთან ერთად, პერსონალის გაძლიერებული შემადგენლობით საბრძოლო მორიგეობის შესრულება დაიწყეს. ბირთვული იარაღის გამოყენების პოტენციურ შესაძლებლობას პუტინი განიხილავდა ადრეც - ყირიმის ანექსიის დროს, თუ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეიარაღებული დაპირისპირება იქნებოდა.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა 2015 წელს, ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში - „ყირიმი. გზა სახლისკენ“. ფილმი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ერთი წლისთავს მიეძღვნა. „ჩვენ მზად ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა (ბირთვული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოგვეყვანა). მე ხომ ველაპარაკებოდი (დასავლელ) კოლეგებს და ვეუბნებოდი, რომ ეს (ყირიმი) ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა, იქ ცხოვრობს რუსი ხალხი, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ და ჩვენ მათ ვერ დავტოვებთ, - განაცხადა მაშინ პუტინმა.



რა არის პუტინის ბირთვული მუქარის მიზეზი და მიზანი?


BBC-ის კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში გორდონ კორერა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პუტინის მიზანია, უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერის შემცირების მცდელობა. სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს ჰგონია, რომ მისი განცხადებები დასავლეთს შეაშფოთებს, რადგან მათ არ იციან რამდენად შორს არის პუტინი წამსვლელი. როგორც ამერიკული გაზეთი Wall Street Journal-ი წერს, პუტინის ბირთვული მუქარა გაისმა მაშინ, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი მას გაემიჯნა და შუაგულ ევროპაში გაჩაღებული ომის გამო სასტიკად დაგმო. რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორის, რომელთა მიმართაც პერსონალური სანქციები ამოქმედდა. ამ „კლუბის“ წევრები არიან: სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.


Wall Street Journal-ი ციტირებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს, რომელმაც ვლადიმერ პუტინის განცხადებას, გათვლებში შესაძლო შეცდომების გამო, სახიფათო უწოდა. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თვლის, რომ ბირთვული იარაღის ხსენებისას პუტინის ტონი გადაჭარბებულია, რადგან რუსეთს ნატო არასდროს დამუქრებია და არც უკრაინას ჩაუდენია მსგავსი რამ. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა 1994 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი წლის შემდეგ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ 1800 ერთეული ბირთვული იარაღი დათმო.


„სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობ,“ - აღიარა ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში რუსეთის ბირთვული ძალების მიმართულების ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტმა პაველ პოდვიგმა (ის ჟენევაში კვლევით პროექტს ხელმძღვანელობს) მას შემდეგ, რაც პუტინმა საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადასვლის ბრძანება გასცა. „ბოლო დროს, კრემლი არც თუ ისე რაციონალურად მოქმედებს, ამიტომ ეს კარგი ნიშანი არ არის,“ - თვლის პოდვიგი. როგორც გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, პუტინის ბირთვული სიგნალები მიზნად ისახავს, შეაჩეროს აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის შემდგომი დახმარება და ამავდროულად- რუსეთის მიმართ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები, რაც მან, შესაძლოა, ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნიოს.


ექსპერტების შეფასებით, ესკალაციას ასევე შეიძლება თავისი იმპულსი ჰქონდეს. ამიტომაც სხვა ბირთვულ ლიდერებს მხოლოდ რამდენიმე წუთი ექნებათ გადაწყვეტილების მისაღებად, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ მათი სახელმწიფოები საფრთხის წინაშე დგანან. ამავდროულად, აქ მათ უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. როგორც The Guardian-თან ინტერვიუში ექსპერტები აცხადებენ, დღეისათვის ნატოს ამოცანა არის, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და იმავდროულად მიანიშნოს, რომ რუსეთის ლიდერს კრიზისიდან გამოსავალი ჯერ კიდევ აქვს.


რუსეთის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებსა და ბირთვული იარაღის ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პუტინის მიდრეკილება რუსეთის ბირთვული არსენალით მანიპულირებისკენ მის სისუსტესა და თავდაჯერების ნაკლებობაზე მიუთითებს. ეს არ არის ბირთვული ზესახელმწიფოს ლიდერისთვის კარგი თვისება - ასკვნის The Guardian-ი.


წყარო: imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up