რამდენად რეალურია ფრენა მინუს ერთი პილოტით - ბიზნესის აზრი

რამდენად რეალურია ფრენა მინუს ერთი პილოტით - ბიზნესის აზრი

access_time2022-11-22 14:00:48

ხარჯის შემცირების სანაცვლოდ ფრენების უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენა არამიზანშეწონილად მიმაჩნია, ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ საუბრისას ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ის ხელმძღვანელი, გამოცდილი და ცნობილი პილოტი ირაკლი მეზვრიშვილი საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიების ნაწილი ფრენისას ერთით ნაკლები პილოტის დაშვებას ითხოვს.


როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი ავიაკომპანიის ფინანსებს დაზოგავს, თუმცა ფრენების უსაფრთხოებას „დააზარალებს“.


„გამორიცხული მგონია ამ ეტაპზე ამ თემაზე ფიქრი, იმიტომ, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ძალიან მძიმედ დაარტყამს ფრენების უსაფრთხოებას. თანხების დაზოგვა უსაფრთხოების ხარჯზე მართებული არ არის.
კომპანიისთვის 1 პილოტით ნაკლები ანუ ფრენის შემდგომ ერთით ნაკლები პილოტისთვის ხელფასის გადახდა, ფინანსურად ხარჯების შემცირება გამოდის, მაგრამ ამ თანხის სანაცვლოდ უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, - განმარტავს Georgian Airlines-ის ხელმძღვანელი


ავიაციის ექსპერტი და საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ავიაციის სექტორში ყოველთვის იდგა, რომ ამა თუ იმ კრიზისების შემდეგ ხარჯების შემცირება მოახდინონ.


„ეკიპაჟის წევრების რაოდენობის შემცირებაზე მოსაზრებები ადრეც იყო. ზოგადად ფრენებზე ყველაზე მეტი ხარჯი მოდის. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ავიაციაში პირველ ადგილზე დგას ფრენების უსაფრთხოება, უშიშროება, ამიტომ ყველაფერზე ეკონომიას ვერ გააკეთებ. ის რეგულაციები, რომელიც მკაცრად კონტროლდება, როგორც ქვეყნების სამოქალაქო ავიაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთ რაღაცებზე ეკონომიას ვერ გააკეთებ. ჩემი აზრით, ეს ჯერჯერობით რეგულარულ ფრენებზე ვერ მოხერხდება. პირადად მე არ მგონია, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ამის განხორციელება დაიწყოს. აქ ორი ფაქტორია: არის ტექნოლოგიური ფაქტორი და ასევე ადამიანური ფაქტორი.



ტექნიკური მზაობა ამ მხრივ არის. ტექნოლოგიურად ამისთვის ყველაფერი მზად არის, რადგანაც დღეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ყველა თანამედროვე ხომალდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე განახორციელონ ფრენა განსაკუთრებით იმ აეროპორტებში, რომელიც სისტემაში შეგყავს. თუმცა ტექნოლოგიური მზაობის გარდა არის  მეორე, ადამიანური ფაქტორი: რამდენად მზად არის პილოტი, რომ მარტომ შეასრულოს ფრენა. ჩვენ ვიცით რამდენი შემთხვევა იყო, რომელიც ფატალურად დასრულდა, როცა კაბინაში ერთი მფრინავი იყო, ან რომ არა ორი მფრინავის პროფესიონალიზმი, ფრენა შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო“, - განაცხადა ავიაციის ექსპერტმა.


იგორ აფციაურის აზრით, თუ კი ინდუსტრიის თხოვნის გათვალისწინება მოხდება და აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიიღება, ეს საწყის ეტაპზე იქნება უბრალოდ რეკომენდაციის სახით, ისიც გარკვეული ტიპის ფრენებზე. თუ კი საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა ამის შემდეგ შესაძლოა გახდეს დირექტივა, თუმცა ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში.


„დანერგვა რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ მოხდება. ყველაზე რთული მთელს ამ პროცესში აფრენა-დაფრენაა, ტექნოლოგიურად რთულია. ამიტომ პირველი დატესტვა შესაძლოა მოხდეს კრუიზული ფრენის დროს. ანუ ასეთი რეისის დროს, აფრენის შემდეგ შეიძლება გავიდეს დამხმარე პილოტი და დარჩეს მთავარი პილოტი და დაფრენისას ისევ დაბრუნდეს კაბინაში და დაეხმაროს მთავარ პილოტს. თუმცა მაინც არამგონია, რომ ეს მოდელიც ავიაკომპანიისთვის დიდი ეკონომია იყოს, რადგანაც მაინც ორი მფრინავი უნდა გაუშვა. სავარაუდოდ ჯერ ეტაპობრივად გაიტესტება, იქნება რეკომენდაციის სახით. ზოგადად ავიაციის ისტორიას თუ გადავხედავთ, აქეთკენ მიდის ყველაფერი. წლების წინ პილოტის კაბინაში 5 ადამიანი იჯდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა“, - ამბობს აფციაური.


აღსანიშნავია, რომ Forbes-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკომპანიები და მარეგულირებლები ათეულობით ქვეყანაში ინიციატივით გამოდიან, რომ ხარჯების და კადრების დეფიციტის ზემოქმედების შესამცირებლად, სამგზავრო თვითმფრინავების ოპერირება ნაცვლად ორისა, კაბინაში ერთი პილოტით მოხდეს.


40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამ, შესაბამისი მიმართვა გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) უკვე გაუგზავნა, რომელიც თავის მხრივ საავიაციო სტანდარტებს ავითარებს. ირკვევა, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) მუშაობს თვითმფრინავების მწარმოებლებთან, რათა დადგინდეს, როგორ განხორციელდება ფრენები ერთი პილოტით და შესაბამისად მოამზადოს რეგულაციები. EASA ელოდება, რომ რეგულაცია მუშაობას 2027 წლიდან დაიწყებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up