,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

access_time2021-07-25 14:00:26

„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა კონტროლის მექანიზმის გაზრდაა. მისივე თქმით, კომპანიას 2020 წლისთვის აქვსგეგმები, თუმცა რამდენად განხორციელებადია ისინი, უახლოეს მომავალში არსებული ეპიდ სიტუაცია გამოაჩენს.

,,ამ ეტაპზე, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2022 წლისთვის. ვგეგმავთ, რომგავხსნათ მულტიბრენდული მაღაზია. ასევე, გეგმაში გვაქვს ფეხსაცმლის 5 მაღაზია დავამატოთ, მაგრამ რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, ამასმაინც აგვისტოში და სექტემბერში ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს. თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ ტემპით გაიზარდა, რა თქმა უნდა, ყველა გეგმა შეუსრულებელი გახდება. ბიზნესმა ორი ლოქდაუნი უკვე გაიარა, მესამე ლოქდაუნს ვერცბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ეს ყველამ ვიცით.

ამ ეტაპზე ეპიდ-სიტუაცია ნამდვილად არ ეტყობა ვაჭრობას, რადგან ფასდაკლებების პერიოდია, მაგრამ თუ ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმაუნდა, ეს აისახება მომხმარებლის ქცევაზეც, რომელსაც ახსოვს, რომ შედეგი ჩაკეტვაა. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ვერაფერი შეაჩერებს, თუ კონტროლის მექანიზმები არ გაზარდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, 2019 წელთან შედარებით პირველ 6 თვეში კლება საკმაოდ დიდია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სტატისტიკით ეკონომიკის დიდი ზრდა გვაქვს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს რომ შევადაროთ, ლარში არა, მაგრამ დოლარში, დიდი კლებაგვაქვს. მოგეხსენებათ თითქმის სრულად იმპორტზე ვართ მიბმული და ამ დროს18%-იანი დევალვაცია ძალიან მაღალი და მნიშვნელოვნად ასახვადია“, - ამბობსხაზარაძე.

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“ (13:30)


ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას დასათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბაზარზე კვლავ განსაკუთრებული მოთხოვნაა ფერად ბოსტნეულზე.

,,წელს ბაზარს რამდენიმე სიახლე შევთავაზეთ, როგორც ბოსტნეულის ნაწილში, ასევე პირველად გვაქვს ბაბუაწვერა მურაბა. იასამნისფერი კარტოფილი, იასამნისფერი სტაფილო. ქოთნის ფერადი და ძალიან ცხარე წიწაკები. ასევეწელს, მაქვს შავი პომიდორი. რომელიც ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავიადა გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ პომიდვრის აუთენტური გემოც იგრძნობა.

განსაკუთრებული ინტერესი იასამნისფერმა კარტოფილმა გამოიწვია. ფეისბუქზე პოსტის დადებისთანავე, ერთ-ერთმა რესტორანმა მომწერა, რომ რაც კი მაქვსმოსავალი, მთლიანად სურთ შეძენა.

ვგეგმავთ გაფართოებას და ამ თვის ბოლოდან ვიწყებთ კაფის, აგვისტოს შუარიცხვებიდან კი სათბურის მშენებლობასაც. ამის შემდეგ, ჩვენი პროდუქციააღარ იქნება სეზონური. ზამთარში ძალიან მოთხოვნადია ხოლმე ბროკოლი დაყვავილოვანი კომბოსტო, რომლებიც ბავშვთა კვებაში გამოიყენება და ეს ორი, აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა ბეგალიშვილმა.

ცნობისთვის, მეურნეობა ალაზნის ველზე, წნორში მდებარეობს .„სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი ბოსტნეულთან და სხვა პროდუქტებთან ერთად, მეურნეობასბიო ზეთის წარმოებაც დაემატება.


Bpn.ge





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up