რამდენად მყარი იქნება პოსტპანდემიური ეკონომიკური ზრდა?

რამდენად მყარი იქნება პოსტპანდემიური ეკონომიკური ზრდა?

access_time2021-04-08 19:00:43

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ეკონომიკური აქტივობის გლობალური ინდიკატორების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.


მეტიც, მარტის სტატისტიკა მრეწველობაში ნამდვილი ბუმის მაჩვენებელია, ზრდა კი პროგნოზებზე ძლიერია. აპრილის დასაწყისში საბირჟო ინდექსმა S&P 500 პირველად ისტორიაში 4000 პუნქტს გადააჭარბა.


თუმცა, გაურკვეველია, ეს ზრდა და ბუმი რამდენად სტაბილური და ხანგძლივი იქნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გაეცნოთ უახლოეს მონაცემებს. მაგალითად, საქმიანი აქტივობის ინდექს PMI-ს, რომელსაც ადგენს ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი ISM, თებერვალთან შედარებით, 3,9 პუნქტით გაიზარდა და 64,7-ს მიაღწია, ეს მონაცემი 1 აპრილს გამოქვეყნდა, და თუ ეს ხუმრობა არაა, ის ყველაზე მაღალი ციფრია 1983 წლიდან.


ინდექსის სპეციფიური კომპონენტები ეკონომიკური აქტივობის ძლიერ ზრდას უჩვენებენ. კერძოდ, ისეთი ინდიკატორი, როგორც შეკვეთების ზრდაა, რაც სამომხმარებლო აქტივობის ზრდის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.


დადებითი ტენდენციები არა მხოლოდ შტატებს ეხება. PMI-ს ინდექსი ევროკავშირში, ბრიტანეთში და კანადაში პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება და 10 წლის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. თანაც ხშირ შემთხვევაში, ეს იმ ქვეყნებსაც ეხება, სადაც კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან.


მთლიანად ევროზონაში საქმიანი აქტივობის მაჩვენებელმა 24-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია სამხრეთ კორეის საექსპორტო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით ექსპორტი 16,6% გაიზარდა. ეს 2018 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ზრდაა. ყველაფერთან ერთად, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო აქტიურობის ზრდაზეც მეტყველებს.


ასევე მაღალი ზრდით ხასიათდება ბელგიის საქმიანი აქტივობის ინდიკატორი, რომელიც ზოგადად ევროპისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლად ითვლება.


სულ მალე ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიგნალს, ჩინეთის ეკონომიკის 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს ვიხილავთ. სავარაუდოდ მშპ-ს წლიური ზრდა 18%-ს მიაღწევს.


მთელი ეს სტატისტიკა საბოლოო ჯამში იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო ეკონომიკას ძლიერი ზრდის მინიმუმ 2 კვარტალი ელოდება.


თუმცა, რას ნიშნავს ყველა ეს? შესაძლოა, რომ მოცემული სტატისტიკა მხოლოდ წინა წელთან შედარებითაა დადებითი, ან ადგილი აქვს გადადებულ მოთხოვნას, რომელიც მასობრივი ვაქცინაციის და კარანტინის გაუქმების შემდეგ შესუსტდება.


სავარაუდოდ, ეს ზრდა მოკლევადიანი გაუმჯობესება არ იქნება და ის არ არის გამოწვეული მხოლოდ 2020 წლის დაბალი ბაზით. სავარაუდოდ, 2021 პირველი კვარტლის დადებითი სტატისტიკის მიზეზები სხვა ყველაფერთან ერთად დანაზოგების იძულებითი ზრდა, მონეტარული და საბიუჯეტო სტიმულები და ფინანსურ დახმარებაზე დახარჯული ტრილიონები იყო.


რამდენად მყარი იქნება დღეს დაფიქსირებული ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორის რთულ ერთობლიობაზე. მაგალითად, პირადი დანაზოგების ხარჯვის ტემპებზე, სახელმწიფო დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე ან შეჩერებაზე, ინფლაციაზე და ბაზრების ქცევაზე.


project-syndicate.org

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up