რამდენად მომგებიანია კრიპტოვალუტების „ოჯახური მაინინგი“?

რამდენად მომგებიანია კრიპტოვალუტების „ოჯახური მაინინგი“?

access_time2021-04-04 18:00:48

2021 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირების ფონზე მაინინგისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის ეს სახლის პირობებში მუშაობას ეხება. ექსპერტების თქმით, „ოჯახური ფერმის“ შექმნა შესაძლოა მსხვილ ცენტრებზე მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგანაც კაპიტალურ დანახარჯებს არ მოითხოვს. საშუალოდ, სახლში გახსნილი საწარმო მოგებაზე უკვე 6-8 თვეში გავა.


დღეისთვის ამ ბიზნესში მცირე მეწარმეების წილი საკმაოდ დაბალია. 50 მეგავატის სიმძლავრის ერთი დატა-ცენტრი 5-10 ათას ოჯახურ ფერმას უდრის.


ყველა სამრეწველო ფერმის მთავარი პრობლემაა ენერგომოხმარების შემცირდება. ამ მხრივ სხვაობა ტექნოლოგიებს შორისაც არის - ამ კუთხით უპირატესობა სისტემა ASIC-ს ენიჭება, რომელიც უფრო ეკონომიურია ვიდეოპლატასთან შედარებით.


თუმცა, თავისი ძლიერი მხარეები ვიდეოპლატასაც აქვს. ის სხვადასხვა ტიპის ვირტუალურ ვალუტებზე გადასვლის უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა. პროფესიონალები უპირატესობას სწორედ ვიდეოპლატას ანიჭებენ, იმის მიუხედავად, რომ ის მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამავე დროს მართვის კუთხით უფრო რთულია.



ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოპლატები ნაკლებად ხმაურიანია, რაც სახლის პირობებში მუშაობის დროს დიდი პლიუსია. ვიდეოპლატა ასევე უფრო ადვილი გასაყიდია მეორად ბაზარზე  ASIC -სთან შედარებით.


„ოჯახური ფერმების“ მუშაობაში ორი სერიოზული პრობლემაცაა გასათვალისწინებელი. უკვე ნახსენები ხმაური და მაღალი ტემპერატურა. ამას ემატება სახლებში გაყვანილი სადენების გადახურება, რადგანაც საყოფაცხოვრებლო ელექტროგაყვანილობა ასეთ დატვირთვაზე გათვლილი არაა.


ასე რომ ფერმის სახლში მოწყობა საკმაოდ ადვილია, ოღონდ ეს ფერმა კომფორტული ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ვირტუალური ვალუტების დღევანდელი კურსიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი ასეთ მძიმე პირობებზეც თანახმა იქნება.


მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ოჯახური ფერმა, რომელიც Geforce RTX 2060-ის ტიპის 8 ვიდეოპლატისგან შედგება.  ერთი ასეთი სისტემა მეორად ბაზარზე საშუალოდ 600-650 დოლარი ღირს, კიდევ 100 დოლარი აქსესუარები ღირს - კარკასი ვიდეოპლატისთვის, დედა-პლატა, კვების ბლოკი და ოპერატიული მეხსიერება. შესაბამისად, 8 მოწყობილობიდან შემდგარი ფერმის აწყობა  5600-6000 დოლარი ღირს.


საშუალოდ, ასეთი მასშტაბების ფერმის დღიური მოგება  15-დან 25 დოლარამდე მერყეობს - სხვადასხვა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი განსხვავებულია, ელექტროენერგიის ტარიფის განსხვავების გათვალისწინებით. გათვლების მიხედვით, მცირე ფერმა მოგებაზე 6 თვეში გავა, ხოლო მაინერის სტაბილური მოგება წელიწადში საშუალოდ 9-10 ათასი დოლარი იქნება.

 

rbc





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up