რამდენად მომგებიანია ევრო-2020 ორგანიზატორი-ქვეყნებისთვის

რამდენად მომგებიანია ევრო-2020 ორგანიზატორი-ქვეყნებისთვის

access_time2021-06-14 20:00:12

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 11 ივნისს რომში დაიწყო, უნიკალური ტურნირია - ის რამდენიმე ქვეყანაში მკაცრი რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრების დიდი უმრავლესობა ნახევრად ცარიელ სტადიონებზე ტარდება.

 

ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარების იდეა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლანიტიმ  ჯერ კიდევ 2012 წელს გამოთქვა. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა - ლოგისტიკური პრობლემების და განსხვავებული კანონმდებლობის გამო.

 

2014 წელს პლატინი თავისი პოსტიდან გადადგა და ეს იდეაც წარსულს ჩაბარდა. ყველაფერი შეცვალა პანდემიამ - საბოლოოდ ევრო-2020-ის 12 ქვეყანაში ჩატარება გადაწყდა.

 

პლატინის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ მოდელის სასარგებლოდ ფინანსების ეკონომია იყო, და ეს მოსაზრებაც გამართლდა. ექვსმა ქალაქმა, რომელიც ევრო-2020-ს მასპინძლობს - რომმა, სევილიამ. გლაზგომ, ბუდაპეშტმა, ბუქარესტმა, და კოპენჰაგენმა - მომზადებაზე 6 მლნ. ევრომდე დახარჯეს. ეს სახსრები ძირითადად ლოგისტიკას, სტადიონების მოდერნიზებას, ოფიციალური პირების განთავსებას, ფან-ზონების შექმნას, პერსონალის დატრენინგებას, რეკლამას და საორგანიზაციო კომიტეტების საქმიანობას ხმარდება.

 


რაც შეეხება მოგებას, როგორც წესი, ასეთი მასობრივი ღონისძიებებისგან ძირითადად მოგებულები სასტუმროები, რესტორნები, კვების პროდუქტების მწარმოებლები და გამყიდვლები, მას-მედია და ტოტალიზატორები არიან. თუმცა 2021 წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება.

 


ევრო-2020 მასპინძელ ქალაქებში ტურისტულ ნაკადს უმნიშვნელოდ გაზრდის. ზოგიერთი ქვეყანა დღესაც დახურულია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას კი ბრიტანეთთან საზღვარი ჯერაც არ გაუხსნია.

 

თანაც, გულშემატკივრების კვოტა წინა ჩემპიონატების  მხოლოდ  35%-ს შეადგენს, შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობაც წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება.

 

ევრო-2020-ის ყველაზე ღია ქალაქი ბუდაპეშტი იქნება, რომელიც 4 მატჩს მიიღებს, ხოლო უნგრეთის დედაქალაქის სტადიონი „პუშკაშ არენა“ იქნება ერთადერთი სტადიონი, რომელიც 100%-ით შეივსება. ეს მაჩვენებელი სანქტ-პეტერბურგში 50%, ხოლო სხვა ქალაქებში ამაზე ნაკლები იქნება.

 

სწორედ ევრო-2020-ის იმედი აქვს ბუდაპეშტის ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესს, რომლის კლიენტთა 70-80% პანდემიამდე უცხოელები იყვნენ. ქვეყნის ხელისუფლება 20 000 ტურისტს ელოდება.


ესპანეთის ქალაქ სევილიაშიც ოპტიმისტური განწყობაა - ანდალუზიის რეგიონის მთავრობის სპორტის მინისტრის ხოსე მარია არაბალას თქმით, 4 მატჩი, რომელიც ქალაქში ჩატარდება, ტურისტულ ბიზნესზე დადებითად აისახება. ქალაქის ხელისუფლების პროგნოზით, მოგება მინიმუმ 215 მლნ ევრო იქნება.


ამ თანხაში შედის  პირდაპირი მოგება - საშუალოდ ყოველ შეხვედრას 16 000 უცხოელი დაესწრება, რომელთაგან თითოეული 3 დღის მანძილზე დღე-ღამეში მინიმუმ 380 ევროს დახარჯავს. დანარჩენ 142 მლნ-ს  ქალაქი უეფასგან შეხვედრების ტრანსლირების უფლებების სანაცვლოდ ელოდება.

 

წაგებული არც უეფა დარჩება  - 2021 წელს უეფას პროგნოზით შემოსავალი 300 მლნ ევროს მიაღწევს. თითოეული მატჩიდან ევროპის საფეხბურთო ასოციაციის შემოსავალი $43 მლნ იქნება.

 

 

წყარო: sportrbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up