რამდენად მდიდარი, რა პროფესიისა და ასაკის რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში - კვლევა

რამდენად მდიდარი, რა პროფესიისა და ასაკის რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში - კვლევა

access_time2022-10-02 16:00:44

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა ათასობით რუსეთის მოქალაქემ დატოვა და ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მსხვილ მასშტაბს მიაღწია. რუსეთიდან ადამიანები სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა ქვეყანაში გარბიან, განსხვავებულია მათი პროფესია და პოლიტიკური შეხედულებებიც. ადამიანური კაპიტალის მიგრაციის მიმდინარე პროცესი გავლენას ახდენს როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებზე.


აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითმა ქსელმა (Ponars Eurasia), რომელიც კონცენტრირებულია რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევაზე, სექტემბერში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც განხილულია მიგრაციის პირველი ტალღის გრძელვადიანი ეფექტები და მახასიათებლები.


ანალიზი ეყრდნობა კვლევას, რომელიც 28 მარტისა და 4 აპრილის შუალედშია ჩატარებული. კვლევაში მონაწილეობა რუსეთიდან მიგრირებულმა 2,000-მა ადამიანმა მიიღო.


Ponars Eurasia-ს თანახმად, საანალიზო პერიოდში ქვეყანა 200 000-მდე რუსეთის მოქალაქემ დატოვა, რომელთა დიდი ნაწილიც პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენს და გაურბიან რეპრესიებს, შეკრებისა თუ სიტყვის თავისუფლების არარსებობას, დაკავებისა და სამხედრო მობილიზაციის რისკებს. ამ პერიოდში ქვეყნიდან გასული მიგრანტების უმეტესობა საშუალო კლასს წარმოადგენს, აქვთ უმაღლესი განათლება და ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები.


რესპონდენტების საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 46 წელია. მათი უმეტესობა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და სხვა დიდი ქალაქებიდანაა. გამოკითხულთა 81%-ს აქვს უმაღლესი განათლება. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 15%-ი ამბობს, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია, 27%-ს შეუძლია მანქანის, 46%-ს კი ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.



რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით და რომელ ქვეყანაში ამჯობინებენ წასვლას მიგრანტები, ყველაზე მეტმა, გამოკითხულთა 24.9%-მა თურქეთს მიაშურა, მეორე ადგილზე კი 23.4%-ით საქართველოა.


რესპონდენტთა 43% ამ ქვეყნებში დარჩენას აპირებდა, 18% სხვაგან გადასვლას, 35%-მა არ იცოდა, 3%-ი კი უკან დაბრუნებას გეგმავდა.


გარდა ამისა, გამოკითხულთა 45.4% ომამდე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში იყო დასაქმებული, 15.8% მენეჯერი იყო, 15.7% ხელოვნებისა და კულტურის, 13.8% კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობდა.


მათ ნახევარს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელება სურდა, მეორე ნახევარს კი ან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა ან სურვილი. სამსახურის დატოვება მათ ეკონომიკურმა ფაქტორებმა და რუბლის გაუფასურებამ აიძულა, არ სურდათ გადასახადების რუსეთის ბიუჯეტში გადახდა და ომის დაფინანსება ან ისედაც მოელოდნენ გათავისუფლებას.


მიგრანტთა უმეტესობას მომავლის მიმართ პესიმისტური განწყობები აქვს: 72% თვლის, რომ მომავალ წლებში მათი ცხოვრება გაუარესდება, 70%-ს არ სჯერა, რომ პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდება, 72% კი მოელის დისკრიმინაციას ადგილობრივებისგან.


ანალიზში პირველი ტალღის მიგრანტებთან დაკავშირებით რამდენიმე დასკვნაა გამოყოფილი: 1) ისინი რადიკალურად განსხვავდებიან რუსეთის მოსახლეობისგან უნარებით, პოლიტიკური შეხედულებებით და ეკონომიკური კეთილდღეობით. 2) პოლიტიკაში მონაწილეობას უფრო მეტად იღებენ, თუმცა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხვა ქვეყნებში უკვე არსებულ რუსულ თემთან მათი ინტეგრირება ნაკლებად სავარაუდოა. 3) მოელიან დისკრიმინაციას საკუთარი მოქალაქეობის გამო და დაკარგული აქვთ მომავლის იმედი. 4) შესაძლოა ისინი ალტერნატიულ რუსეთზე წარმოდგენის წყარო გახდნენ.



წყარო:bpn.ge

თეგები:
მიგრაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up