რამდენად მარტივია შვილად აყვანის პროცედურა საქართველოში

რამდენად მარტივია შვილად აყვანის პროცედურა საქართველოში

access_time2022-01-15 14:00:09

ავშვის აყვანის გადაწყვეტილება წყვილისთვის რთულად მისაღებია, განხორციელება კი – უფრო რთული. 

საქართველოს რეალობაში შვილის აყვანა ძირითადად იმ ოჯახებს სურთ, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ჰყავთ. მათ სურთ ბავშვის შვილად აყვანა, მაგრამ აქვთ მოთხოვნებიც, სადაც უმთავრესი ბავშვის ასაკი (0-3 თვე) და მისი ჯანმრთელობაა.

დღეს საქართველოში 2 313 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული. გასაშვილებლის სტატუსი კი მხოლოდ 221 ბავშვს აქვს მინიჭებული. მათ შორის, 154 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამ ფონზე კი, შვილის აყვანის მსურველებს წლობით რიგში დგომა უწევთ და ბავშვებისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭება დროში უსაშველოდ იწელება.

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ჩვილების უკანონო გაშვილება/გაყიდვის ფაქტები.   



ბავშვები მშობლების გარეშე

საქართველოში ბავშვთა სიღარიბე და მათზე ძალადობა თვალნათელია. 2020 წელს  აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა 0-17 წლის არასრულწლოვნების 26.4% ცხოვრობდა. ხშირია ოჯახში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებიც, თუმცა, ამ ფონზეც კი, ბავშვის გაშვილებაზე ოფიციალურ თანხმობას მშობლების მცირე ნაწილი აცხადებს. 

გაშვილების სტატუსს ძირითადად, შშმ ბავშვები იღებენ. მათი შვილად აყვანის მსურველი კი ძალიან ცოტაა. ისინიც,  უმეტესად ისეთ ბავშვებზე აცხადებენ თანხმობას, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორებადია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ 224 ბავშვს მიენიჭა გასაშვილებლის სტატუსი. უკვე ცნობილია, რომ მათგან 53 ბავშვის მიმართ არ არსებობს მშვილებლის მოთხოვნა. მიზეზი  ასაკი  და ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ამავე პერიოდში 171 ბავშვი გაშვილდა, მათგან 11 უცხოეთში. ამასაც კანონი არეგულირებს.


უცხოეთში 11 გაშვილებულიდან  ყველა შშმ პირია. კანონმდებლობით  საერთაშორისო გაშვილებას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ბავშვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებიდან რვა თვის განმავლობაში მისი გაშვილება საქართველოში ვერ მოხერხდა“, – განმარტავენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ 10 წლის ან მეტი ასაკის ბავშვის გაშვილებას მისი თანხმობა სჭირდება. სხვა შემთხვევებში მშობელმა (მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა სპეციალური დოკუმენტით უნდა დაადასტურონ. 



რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც ბავშვის შვილად აყვანა სურს?

ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევთ. მათ შორის სპეციალური მოსამზადებელი კურსების გავლა. ამ გზით მშობლების მომზადება და იმის გარკვევა ხდება, არიან თუ არა მზად, ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, მათ უკეთესი გარემო შესთავაზონ.

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც დარეგისტრირდება მშვილებელთა რეესტრში და მიიღებს შეფასებას. 

შვილად აყვანა რიგითობის მიხედვით ხდება, გამონაკლისია სისხლით ნათესავები. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს მშვილებელი, ვისაც მეუღლის შვილის შვილად აყვანა სურს, ასევე ის პირი, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი.

არის კრიტერიუმები, რის გამოც პირს შესაძლოა, ბავშვის შვილად აყვანა აეკრძალოს. მაგალითად, პირს, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო.

 


ცვლილებები კანონში და მოუგვარებელი პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო წლებში არაერთი ცვლილება შევიდა, ვითარება მკვეთრად ვერ გამოსწორდა. მიზეზი მშვილებლებსა და გასაშვილებელ ბავშვებს შორის მკვეთრი დისბალანსია.   

„შვილად აყვანის სფეროს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მშვილებელთა რაოდენობა, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობასთან. ვინაიდან გასაშვილებელი ბავშვები ძირითადად არიან  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და ბავშვების ასაკიც არ შეესაბამება  მშვილებლების მოთხოვნებს. მშვილებელი ოჯახის/პირის ბავშვის შვილად აყვანის მოლოდინის რეჟიმი დამოკიდებულია თავად მშვილებლის მოთხოვნასა და გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში განთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბავშვისა და მშვილებლის თავსებადობაზე“, – განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


წყარო: businessfeed.ge




რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up