რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

access_time2021-12-04 18:00:08

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კორუფციის დამარცხების საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რომ ქვეყანაში კორუფციის დაბალი მაჩვენებელია და ამ მხრივ, საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. რეალურად, კორუფცია კვლავ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ელიტური კორუფციის არსებობა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, დღემდე გამოუძიებელია ან შედეგი არ მოჰყოლია.

კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის დასტურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა  მოჰყავს. მათ შორის, მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები და ორგანიზაცია Trace International-ის ყოველწლიური ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი.

გაუარესება წინსვლის ნაცვლად

როგორც ირკვევა, მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ასახავს, გაუარესებას სწორედ კორუფციის მიმართულებით აჩვენებს. კვლევის დროს ფასდება მთავრობის ეფექტიანობა, ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი და სხვა, სულ 6 ინდიკატორი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2014 წლიდან ქვეყნის წინსვლა შენელდა. საქართველომ 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელზე დაბრუნება 2018 წელს შეძლო, ხოლო 2019 და 2020 წლებში რეიტინგი კვლავ გაუარესდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 განვითარებულ სახელმწიფოს. ამ მაჩვენებელში მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. თითოეულ ქვეყანაში კორუფციის რისკის არსებობა 1-დან 100 ქულამდე ფასდება. 1 ქულა კორუფციის დაბალ დონეს, ხოლო 100 ქულა კორუფციის მაღალ რისკზე მიუთითებს.

წელს კორუფციის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. თუ შარშან საქართველო 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზე იყო, 2021 წლის ინდექსში ქვეყანამ 29-ე ადგილზე გადაინაცვლა. ინდექსის გაუარესება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში (interactions with government) კორუფციის რისკების მატებამ განაპირობა.

შეჩერებული რეფორმები

ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონეს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობაც აფასებს. მის მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსი ყველაზე გავლენიანად მიიჩნევა. 2020 წლის მდგომარეობით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და 45-ე ადგილს იკავებს 56 ქულით. 2019 წელს საქართველო 44-ე ადგილზე იყო. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 


ამჟამად საქართველოს, ინდექსის მიხედვით, კორუფციის საშუალო შედეგი აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ ინდექსი გვიჩვენებს არა კორუფციის დონეს, არამედ მოსახლეობის აღქმას კორუფციის დონის მიმართ. საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ, ბოლო წლებში პროგრესი არ არის. 2016 და 2018 წლებში საქართველოს უფრო მაღალი ქულა ჰქონდა, ვიდრე 2020-ში. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლებას ქმედითი სისტემური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება შეაჩერა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც უნდა განესაზღვრა ანტიკორუფციული პოლიტიკა, განეხორციელებინა მონიტორინგი და შეფასება, ბოლოს ორი წლის წინ შეიკრიბა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო რეალურად არ არსებობს, რადგან იქ უკვე 7 თვეზე მეტია ერთი ადამიანიც კი არ არის დასაქმებული. ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისთვის. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.  

ელიტური კორუფცია

გამოუძიებელი რჩება კორუფციის ისეთ შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, სუს-ის წლიური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს.

IDFI-ის შეფასებით, კორუფციის რისკის შემცველია ხშირად პოლიტიკური შემოწირულებები. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა, იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.

ვინ როგორ აღიქვამს კორუფციას

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია ახალ ზელანდიასა და დანიაშია. ისინი რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ 88-88 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან).  მესამე-მეექვსე ადგილებზე 85-85 ქულით 4 ქვეყანაა: ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი და სინგაპური.

2020 წელს რეიტინგში სომხეთი 6 პოზიციით დაწინაურდა და მე-60 ადგილზეა. აზერბაიჯანი და რუსეთი 30 ქულით 129-ე ადგილს იკავებენ, თურქეთი 86 ადგილზეა 40 ქულით.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up