რამდენად ეკონომიურია მზის პანელები და რა ღირს მათი დამონტაჟება საქართველოში

რამდენად ეკონომიურია მზის პანელები და რა ღირს მათი დამონტაჟება საქართველოში

access_time2017-02-19 12:00:46

თორნიკე დარჯანიამ 300ვტ სიმძლავრის მზის პანელები საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე თავად დაამონტაჟა. პანელებს 20ვტ-იანი ნათურის შემთხვევაში 15 მათგანის, ხოლო 60 ვტ-იანის შემთხვევაში 5 მათგანის განათება შეუძლია, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვა ხდება.

 

მზის პანელის ასაწყობად, თორნიკე დარჯანიას დაახლოებით 1 საათი დასჭირდა. მისი თქმით, მზის პანელის აწყობა-დამონტაჟების ღირებულებამ, დაახლოებით, 150$ შეადგინა, თუმცა, გამზადებული პანელი რომ გამოეწერა, დაახლოებით 500$-ს გადაიხდიდა.

 

დენი, გამომუშავების შემდეგ, უნდა მოიხმარო, აკუმლატორში დააგროვო ან გასცე. როდესაც ელექტროენერგია არ გესაჭიროება და გამორთული გაქვს, მზის პანელები ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ამ დროს დენი იკარგება, მისი აკუმლატორში დაგროვება კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებ, მაგრამ არ მოიხმარ, შეგიძლია ის ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვა და საჭიროების შემთხვევაში ის უკან დაგიბრუნდება.

 

მაგალითად, თუ მე ქსელს 1 500 ვტ ელექტროენერგიას მივცემ, მზე რომ ჩავა და მზის პანელები ფუნქციონირებას შეწყვეტს, მე დენს მოვიხმარ საერთო ქსელიდან და 1 500 ვტ უკან დამიბრუნდება, ისე რომ ელექტროენერგიის გადასახადზე არ აისახება,"-აღნიშნავს თორნიკე დარჯანია და დასძენს, რომ თუ საერთო ქსელში იმაზე მეტი ენერგია ჩაუშვით, ვიდრე საჭიროებისას მოიხმარეთ, წლის ბოლოს "სემეკი" მიწოდებულ ელექტოენერგიას შეაჯამებს და ერთი კილოვატის საფასურად 10 თეთრს გადაგიხდის.

 

აღნიშნული დადგენილება 8 თვის წინ ამოქმედდა, შესაბამისად, თუ ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებთ, შეგიძლიათ, გაყიდოთ კიდეც.


 

მზის პანელების არამხოლოდ ნათურების ასანთებად, არამედ წყლის გასაცხელებლად გამოყენებაც შეგიძლიათ.
ინჟინერ-ტექნიკოსის, მალხაზ კურკუმულის თქმით, სისტემა ნელ-ნელა პოპულარული ხდება, მისი უპირატესობა კი თანხის დაზოგვაა.

 

წყლის გასაცხელებლად ელექტროენერგიას ან ბუნებრივ აირს საერთოდ არ გამოიყენებთ, საცხოვრებლის გასათბობად კი ბუნებრივი აირის გადასახადის 35% დაგეზოგებათ.

 

 

"პანელები ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა დამონტაჟდება, უფრო ეფექტურია, რადგან ჰაერი მეტად გამჭვირვალეა.

 

-40 გრადუსი ყინვაც რომ იყოს, მზე ენერგიას მაინც გვაძლევს. პრობლემა ისაა, რომ ადრე კორეული მზის პანელები შემოდიოდა, ახლა ჩინური შემოდის და მათ შორის ხარისხშია სხვაობა, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ,"-განმარტავს მალხაზ კურკუმული.

 

როგორც გაირკვა, წყლის გასაცხელებლად კერძო სახლში მზის პანელები დაყენება 500 ლარი ღირს, ხოლო გათბობის სისტემისთვის, 100 კვ.მ ფართზე 6 500 ლარია საჭირო.

 

"კორპუსებს რაც შეეხება, არის მოდელები, რომლებიც აივანზე ან კორპუსის თავზე მონტაჟდება,"-აღნიშნავს სპეციალისტი.

 

 

allnews.ge



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up