რამდენად ეფექტურია ხელისუფლების მიერ ბიზნესის დაკრედიტების წახალისება - ექსპერტები სამთავრობო პროექტების მინუსებზე საუბრობენ

რამდენად ეფექტურია ხელისუფლების მიერ ბიზნესის დაკრედიტების წახალისება - ექსპერტები სამთავრობო პროექტების მინუსებზე საუბრობენ

person access_time2016-05-27 10:05:19

რუსეთის მთავრობა ბანკებს „აიძულებს“ მცირე და საშუალო ბიზნესი,  ეკონომიკის პრიორიტეტული დარგები, ასევე რეგიონების დაფინანსება გაზარდონ. ამ მიზნის მიღწევას ის ბანკებისთვის ტრილიონი რუბლის მიცემით ცდილობს, რის სანაცვლოდაც საბანკო სისტემამ მცირე და საშუალო ბიზნესის და ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული დარგების დაკრედიტება უნდა გააძლიეროს. როგორც აღმოჩნდა, ამ პოლიტიკამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო: „ვითიბი ბანკი“, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ  მცირე ბიზნესს უპერსპექტივოდ განიხილავდა და მის დაფინანსებაზე უარს ამბობდა, დღეს ამ სეგმენტის დაფინანსებას ზრდის. 


დაკრედიტების გააქტიურების მიზნით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები გარკვეულ პოლიტიკას ახორციელებენ. მათ შორისაა  საქართველო. „კომერსანტთან“  საუბარში ექსპერტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას აფასებენ.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით მთავრობამ რამდენიმე პროექტი წამოიწყო, მათ შორის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, იაფი აგროკრედიტის პროგრამა, ასევე მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი.

 

 რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის გადადგმული მსგავსი ნაბიჯები და რა შედეგები მოაქვს მათ?

 

როგორც „კომერსანტთან“ ეკონომისტები აცხადებენ, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსების ან სესხის პროცენტის დაწევის მაგივრად, სახელმწიფომ კარგი ბიზნესგარემო უნდა უზრუნველყოს.


„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა დაუშვილის განცხადებით, ცალ-ცალკე რომელიმე სეგმენტისთვის საბანკო კრედიტებზე პროცენტის დაწევა ან სესხის თანადაფინანსება რეალური შედეგის მომტანი არ არის  და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ბიზნესისთვის სარგებლიანი გარემოს შექმნა უნდა იყოს.


 

„რომელიმე დარგში სეგმენტურად პროცენტების დაწევა არის ამ დარგის განვითარების მცდელობა. ახლა რომ სოფლის მეურნეობაში შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა, გაიზარდა ამით წარმოება? რა მივიღეთ ამით? მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი ისევ ძალიან დაბალია. ბოლო 3 წელში ჩავდეთ ამ მიმართულებით 600 მილიონი და რა მივიღეთ საბოლოო შედეგად?

 

საჭიროა, ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, სადაც საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე დაიწევს და არა ხელოვნური ინტერვენციიდან გამომდინარე“,-აცხადებს კახა დაუშვილი.

 

მისივე თქმით, დღესდღეობით ქართულ ბიზნესში უმეტეს შემთხვევაში „იდეების შიმშილია“ და არა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. რაც შეეხება კარგი ბიზნესგარემოს შექმნას, კახა დაუშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირების გამარტივება, გადასახადების შემცირება გარკვეული მიმართულებით, ასევე დღგ-ს 100-ათასლარიანი ზღვარის გადახედვა და ა.შ.

 

„ესტონური მოდელის შემოტანა ძალიან კარგი იქნება, უკვე ცნობილია ისიც, რამდენი თანხა დარჩება ამის შედეგად ბიზნესში. დათვლილია, რომ ამ მოდელით 500 მილიონი ლარი დარჩება კერძო სექტორში. ასეთი  ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის რეალური სტიმულატორი ბიზნესისთვის და არა სესხის თანადაფინანსება“,- აცხადებს კახა დაუშვილი.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძეც იმავე აზრზეა. მისი შეფასებით, ბიზნესს ყველაზე მეტად დაბალი გადასახადები, ნაკლები რეგულაციები და მეტი თავისუფლება აძლევს ბიძგს. ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ სწორედ ბიზნესგარემოა ლოკომიტივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

 

„ფული, რაც შეღავათად ეძლევა ბიზნესს პროცენტის თანადაფინანსების სახით, იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავის დროზე ეს თანხაც ბიზნესიდან ამოღებული ფულია გადასახადების სახით. მე უფრო მომხრე ვარ იმ პოლიტიკის, როცა საგადასახადო შეღავათებით ეხმარები ბიზნესს, მეტ ფულს უტოვებ მას და თანადაფინანსება აღარ გჭირდება. გამოდის, გარკვეულ გადასახადებს ვართმევთ მათ და შემდეგ ვუბრუნებთ, მინიმუმ ბიურაკრატიულ რგოლში ილექება თანხები“,- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

 

მისივე შეფასებით, თუ მთავრობა მაინც გადაწყვეტს, რომ ბიზნესს თანხობრივად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში უფრო სწორი გზა კრედიტის თანადაფინანსებაა და არა სუბსიდირება.  თუმცა, ამ ეკონომისტი ამ სქემის ნაკლოვანებებზეც მიუთითებს.

 

„როცა ლარი გაუფასურდა საპროცენტო განაკვეთიც გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში. რაც უნდა თანადაფინანსება გაგიკეთოს სახელმწიფომ ამ პირობებში, მაინც ძვირი სესხი გამოგივა. მით უმეტეს, რომ ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი თავად ბიუჯეტის ხარჯები იყოს“,- აცხადებს ეკონომისტი.


ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ შეღავათიანი კრედიტებისა და სუბსიდირების პროექტები ამ ეტაპზე აუცილებელია. მოგვიანებით კი, როდესაც ბიზნესი მოძლიერდება, ის თანდათანობით დატოვებს ამ პროექტებს.



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up