რამდენად ძვირი დაგვიჯდა წლევანდელი შობა-ახალი წლის სუფრა

რამდენად ძვირი დაგვიჯდა წლევანდელი შობა-ახალი წლის სუფრა

access_time2022-01-08 08:54:13

საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობა 2022 წელს გაზრდილი ფასებითა და მცირე ბიუჯეტით ხვდებაახალი წლის სუფრის შემადგენელი თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდაამიტომ მათ საახალწლო სუფრის გაშლა, შარშანდელთან შედარებითწელს უფრო გაუჭირდათ

რამდენი ლარი დავხარჯეთ სადღესასწაულო სუფრისთვისეს, პირველ რიგშიოჯახის შემოსავალზე იყო დამოკიდებული და კიდევსურვილზესავსე სუფრით შეხვედროდით ახალ წელსთუ პანდემიისა და საყოველთაო გაძვირების ფონზეზედმეტად არ დავხარჯულიყავით და დღესასწაული მოკრძალებულად აღგვენიშნა.

ინფლაციის ბოლო ოფიციალურმა მაჩვენებელმა 12,5% შეადგინა და ტრანსპორტის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტები გაძვირდა. დეკემბრის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი იქნება. რადგან საახალწლო ვაჭრობის დროს ბაზარი გაძვირების მორიგ ტალღას აძლევს ბიძგს და ფასები ტრადიციულად მატულობს.


რა გაძვირდა საახალწლოდ ყველაზე მეტად

ზოგმა, ვისაც მცირე დანაზოგი ჰქონდა, საახალწლო თადარიგი ადრიდანვე დაიჭირა. დანარჩენებს კი, ძირითადი პროდუქტების მომატებულ ფასად ყიდვა მოუწიათ. საკოლმეურნეო ბაზარში მოვაჭრეებიც ამბობენ, რომ ახალი წლის წინა დღეებში ფასები სულ იმატებს. გაზრდილი ფასების ფონზე გართულდა საახალწლოდ მომზადება ხელმოკლე ოჯახებისთვის. მათ ბევრ პროდუქტზე უარის თქმა მოუწიათ, განსაკუთრებით, ინდაურსა და გოჭზე, რომლის ფასები წელს ყველაზე მეტად არის გაზრდილი.

კილოგრამი ინდაურის ფასი 25-28 ლარის ფარგლებშია. კილოგრამი გოჭის ხორცი კი 25-30 ლარი ღირს. წელს გაძვირებულია სხვა ტრადიციული საახალწლო სუფრის შემადგენელი პროდუქტებიც: 1 კგ იმერული ყველი 15 ლარი ღირს. სულგუნი – 18-20 ლარი. სოფლის ქათამი – 40 ლარი. შედარებით იაფად შეიძლება მეფრინველეობის ფერმებში გაზრდილი ქათმის ყიდვა (კილოგრამის ფასი 6-8 ლარის ფარგლებში მერყეობს). გაძვირდა სოფლის კვერცხი, რომელიც 0,6 ლარი ღირს. სოფლის კარაქი 20-25 ლარად იყიდება, რაც შარშანდელ დეკემბერთან შედარებით, დაახლოებით, 35%-ით არის გაზრდილი.

წელს განსაკუთრებით მოიმატა რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა. FAO-ის სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, რძის ფასების ინდექსი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 19.1%-ით არის გაზრდილი. ცხადია, საქართველოში რძის პროდუქტების გაძვირებას ამ გარემოებამაც შეუწყო ხელი.

საახალწლო სუფრაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული ინგრედიენტია ნიგოზი. დეკემბერში კილოგრამი ნიგვზის ფასი გაიზარდა და 23-დან 33 ლარს შორის მერყეობს. საკოლმეურნეო ბაზრებში მისი ფასი 23 ლარიდან იწყება, ხოლო ყველაზე ძვირად რაჭიდან ჩამოტანილი ნიგოზი ფასობს და კილოგრამი 33 ლარად იყიდება. 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს – თაფლს წელს მცირედით მოემატა ფასი. კილოგრამის მინიმალური ღირებულება 20-22 ლარია. ყველაზე ძვირად რაჭულ თაფლს აფასებენ – კილოგრამის ფასი სავაჭრო ქსელში 35 ლარსაც აღწევს.


უკვე მომატებულ ფასად მოგვიწია ცხიმის შეძენა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს დეკემბრისთვის, შარშანდელთან შედარებით, ზეთსა და ცხიმში თითქმის 30%-ით მეტს ვიხდით. ბოსტნეულსა და ბაღჩეულში – 26%-ით მეტს, თევზეულში – 16%-ით მეტს, ხოლო პურპროდუქტებში – 20%-ზე მეტს. საცხობები პურის კიდევ გაძვირებას აანონსებენ. ზოგან ე.წ. თონის პურის ფასი საახალწლოდ 5 თეთრით გაიზარდა.

საახალწლოდ გაძვირდა ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. არ შეცვლილა კახური ჩურჩხელის ფასი და წელს ის 2,5-3 ლარი ღირს. 1 კგ ხურმის ჩირის ფასი 4 ლარია. იგივეა ხილის ფასი. კილოგრამი ვაშლი 2-3 ლარად იყიდება, მანდარინის ფასიც 2-3 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბანანი 3-3,50 ლარი ღირს.

ამ პროდუქტების შეძენის საშუალება ვისაც ჰქონდა, საახალწლო სუფრის გასაშლელად საშუალოდ 400-500 ლარი დასჭირდებოდა.

ხოლო ვისაც კერძების მომზადების დრო არ ჰქოდა ან სამზარეულოში ტრიალი დაეზარა, კვების ობიექტებმა და სუპერმარკეტებმა მზა სუფრა შესთავაზეს. მაგალითად, საშუალოდ, 350 ლარი ჯდება გუდვილის საახალწლო სუფრა ტრადიციული კერძებით, თევზეულითა და ტკბილეულით. ცხადია, შედარებით მცირე ულუფებითა და სასმლის გარეშე.

შეგვეძლო, ცალკეული მზა კერძის შეკვეთაც. მაგალითად, შემწვარი გოჭი მთლიანი 240 ლარი ღირს, ნახევარი კი - 120 ლარი.  12-ნაჭრიან გოზინაყში (220 გრ.) 19 ლარის გადახდა მოგვიწია.


კრიზისული ახალი 2022 წელი

ამ ჩამონათვალიდან ბევრს ვერაფერს შეიძენდნენ ხელმოკლე ოჯახები და სოციალურად დაუცველები. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს (შინამეურნეობების 53%-ს) 2020 წელს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო 69 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. 2021 წელს კი პანდემიის და ინფლაციის პირობებში, ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. ოჯახების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს უცხოეთიდან მიღებული გადმორიცხვები შეადგენს, რასაც ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრებისგან იღებენ.

COVID-19-ის პანდემიის გამო ოჯახების მესამედის შემთხვევაში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური. შინამეურნეობების 83%, კრიზისთან გასამკლავებლად, იძულებული გახდა, საოჯახო ხარჯები შეემცირებინა, 67%-მა კვებაზე შეამცირა ხარჯები, 50%-მა თავიანთი დანაზოგების ხარჯვა დაიწყო და 46%-მა ახლობლებისგან და მეგობრებისგან ისესხა ფული.

დეკემბერში და ზამთრის მომდევნო თვეებში სამომხმარებლო ფასების ზრდას ეროვნული ბანკიც პროგნოზირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის გავლენით, ფასებს გლობალურად კვლავაც ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ხოლო საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, გაძვირება გარდაუვალი იქნება.


ცნობისთვის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითმა ორგანიზაციამ, ISET-მა, წელს  საახალწლო სუფრის ხარჯების შესახებ რეგიონების მიხედვით ჩაშლილი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია. სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.

ახალი წლის სუფრის ინდექსით დათვლილია, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. კალკულაციის დროს გათვალისწინებულია ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზეა არჩევანი გაკეთებული.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up