რამდენად ძლიერია ბელორუსიის დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე

რამდენად ძლიერია ბელორუსიის დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე

access_time2020-08-13 19:50:41

ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლების ფონზე რამდენიმე საწარმომ გაფიცვა გამოაცხადა. კერძოდ, გომელის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაოზე გასვლაზე უარი განაცხადა. თუმცა, ექსპერტებს ნაკლებად მოსალოდნელად მიაჩნიათ მასშტაბური გაფიცვები. ჯერ კიდევ 90-იან წლებში პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დამოუკიდებელი პროფკავშირები გაანადგურა, ამ ტიპის ორგანიზაციების გარეშე კი საყოველთაო გაფიცვის მოწყობა ძალიან ძნელია.


ინფორმაცია ცალკეულ საწარმოებზე გაფიცვების მცდელობებზე არსებობს, თუმცა, მათ მასობრივი ხასიათი არა აქვთ. ბელორუსიის მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემები რუსეთს სერიოზულ ზიანს არ შეუქმნის, რადგანაც მინსკი მოსკოვზე გაცილებით მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე მოსკოვი მინსკზე.


2019 წელს ბელორუსიის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი რუსეთში ყველი და ხაჭო იყო - 965,6 მლნ. დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ტრაქტორები - 747,2 მლნ. დოლარით. დანარჩენ სასაქონლო კატეგორიებში ექსპორტი გაცილებით უფრო მოკრძალებულია - კარაქი (408 მლნ.), სათადარიგო ნაწილები ტრაქტორებისთვის (318 მლნ.), რძე და ნაღები (317 მლნ.). მეორე ხუთეულშია საქონელი, რომლის ექსპორტიც რუსეთში 200-290 მლნ. დოლარამდე მერყეობს - ხორცი, შესაფუთი მასალები და ავეჯი.


რუსული ექსპორტი ბელორუსიაში ძირითადად ენერგორესურსებზე და შავ მეტალურგიაზე დგას. 2019 წელს რუსეთმა ბელორუსიაში ასევე 6,5 მლრდ. დოლარის ნავთობი და 2,7 მლრდ. დოლარის გაზი გაყიდა. სხვა კატეგორიები ბევრად უფრო მცირეა - ავტომობილები (656 მლნ. დოლარი), ჯართი (298 მლნ.) და ნახშირი (170 მლნ. დოლარი). ბელორუსიაში რუსული ექსპორტის მეორე ხუთეულში -135 –168 მლნ. დოლარით მოხვდა ავტონაწილები, საბურავები და ლითონკონსტრუქციები. მთლიანობაში რუსული ბაზარი ბელორუსიის ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირიქით.



საერთაშორისო ბაზარზე ბელორუსიიდან დიდი რაოდენობით მხოლოდ ნავთობპროდუქტები და კალიუმის სასუქები გადის, სხვა დანარჩენი პროდუქციის ექსპორტის 90% სწორედ რუსეთზე მოდის.


ბელორუსიაში რუსეთის ექსპორტის სურათი სრულიად საპირისპიროა. მაგალითად, „როსნეფტის“ მოგების მხოლოდ 5% მოდის ბელორუსიაზე. მზგავსი სიტუაცია აქვს მეტალურგიულ კონცერნ „სევერსტალს“, რომლის მთლიანი ექსპორტიც 1,5 მლნ. ტონას, ხოლო ბელორუსიაში - მხოლოდ 165 000 ტონას შეადგენს.


ბელორუსიას ასევე სერიოზული პრობლემები ალტერნატიულ ბაზრებთანაც აქვს - უკვე ხსენებული ნავთობპროდუქტების და კალიუმის სასუქის გარდა, დანარჩენი ბელორუსული პროდუქტი თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გადის. ის არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მას საჭირო სერტიფიკატები არ გააჩნია და ევროკავშირის ბაზრისთვის ფასის და ხარისხის შეფარდების კუთხით ნაკლებად საინტერესოა.


ბოლო წლებში ბელორუსი მეწარმეები რუსეთზე ასეთი ძლიერი დამოკიდებულებისგან მომავალ საფრთხეს სულ უფრო და უფრო აცნობიერებენ. ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულ ბიზნესმენთა მხოლოდ 42% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ინტეგრაცია მათ საქმიანობაზე დადებითად აისახება. 5 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი52%-ს შეადგენდა.


წყარო Gazeta.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბელორუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up